Plasmon
როგორ მოვამზადოთ უფროსი შვილები ახალშობილ დასთან ან ძმასთან შესახვედრად

თარიღი: 04 სექტემბერი, 2021

ეს რთული, მაგრამ განსაკუთრებული პერიოდია - შენ ხომ დედა კიდევ ერთხელ ხდები! 

გახსოვდეს, რომ ეს სასიამოვნო ამბავი ოჯახის უფროსი წევრების გარდა შვილებსაც უნდა შეატყობინო - ცოტა ხანში ხომ მათი ცხოვრებაც ძალიან შეიცვლება. სხვადასხვა ასაკის ბავშვი სხავადასხვაგავარად რეაგირებს ამ სიახლეზე და ამიტომ განსხვავებული მიდგომა დაგჭირდება.  

მოდი,  ასაკის მიხედვით განვიხილოთ.

1-2 წლამდე ასაკის ბავშვი

ეს ის პერიოდია, როცა პატარას ბევრი არაფერი გაეგება იმისა, რასაც უხსნი ოჯახში მატების შესახებ. ეჭვიანობაც ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ ასაკში გამოიხატაება, თუმცა საუბარი და ახსნა მაინც აუცილებელია. ყველაზე კარგად ეს ნახატებიანბი წიგნებით გამოვა. ამ წიგნებში უნდა ჩანდეს ახალშობილი, უფროსი და-ძმები, მშობლები. დათვალიერებისას აუხსენი, რომ სწორედ ასეთი პატარა მოვა მასთან სულ მალე. და ამ ახალ ადამიანს ჰქვია და ან ძმა.

- მაშინ კი, როცა  შინ ოჯახის ახალი წევრით დაბრუნდები, არ დაივიწყო, რომ მომლოდინე პატარას რაიმე საჩუქარიც მოუტანო თან - მისთვის დის ან ძმის გაცნობასთან ერთად ეს საჩუქარი უფრო სასიმაოვნო ატმოსფეროს შექმნის.

2-4 წელი

ჰოოო, აქ გაცილებით რთულადაა საქმე - ეს ხომ ის პერიოდია, როცა ბავშვი მთლიანად მოკედლებული გყავს და ზოგჯერ ტუალეტშიც არ გიშვებს მარტოს. სწორედ ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფს განსაკუთრებული მომზადება და ყურადღება სჭირდება, სანამ ოჯახის ახალ წევრს შეხვდება.

ამ პატარა არსებაში ის საფრთხეს ხედავს - ის ხომ მეტ ყურადღებას ითხოვს და იღებს?!

• მზადება, რათქმაუნდა, ორსულობიდანვე იწყება. ვინ გიზის გაბერილ მუცელში და რას უქადის ეს ამბავი მას, აუცილებლად უნდა აცნობო. 

- ფერადი , მხიარული წიგნები ამ შემთხვევაშიც გამოგადგება, მაგალითად კი მისი მეგობრები ან ნათესავებიც გამოდგებიან -მათაც ხომ ჰყავთ სახლში პატარა და-ძმა.

- როცა მომავალ შვილს საჭირო ნივთებს უყიდით, არც უფროსისთვის დაივიწყოთ საჩუქარი.

- აუცილებლად აცნობეთ, რომ პატარა დას ან ძმას ყურადრება და მოვლა დასჭირდება, ის ხანდახან იტირებს. კარგი იქნება, თუ უყიდი ახალ თოჯინას, რომელზეც იზრუნებს თავად. 

- დაათვალიერეთ ერთად მისი ადრეული ბავშვობის ფოტოები, აჩვენე, როგორი პატარა იყო, როცა შენს ცხოვრებაში მოვიდა, ახლა კი სწორედ ასეთს მოიყვან სულ მალე. 

- ზოგჯერ სტრესი პატარასთვის რთული გადასატანია. შეიძლება ტუალეტს უკვე მიჩვეულ ბავშვს მოულოდნელად დაეწყოს „მარცხი“, მოინდომოს უკვე დავიწყებული საწოვარი. ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება და მოფერება სჭირდება სტრესის დასაძლევად. 

- სამშობიუარო სახლში წასვლის წინ აუცილებლად დაემშვიდობე და ცნობე, რომ სულ მალე დაბრუნდები იმ პატარასთან ერტად, რომლის შესახებაც უყვებოდი.

5 წლის ასაკიდან

• ამ ასაკის ბავშვებთან საუბარი უფრო ადვილია, გამონაკლისები, რათქმაუნდა , იქნებიან. ეჭვიანობის სცენებსაც მოაწყობენ, ჭამაზეც უარს იტყვიან, მაგრამ ალერსიანი ახსნით, დასაჩუქრებით, მის განსაკუთრებულობაზე ხაზგასმით, ნელ-ნელა მიაღწევ შედეგს.

- ესაუბრე და აუხსენი მისთვის გასაგებ ენაზე. ერთად მოუმზდეთ ახალშობილს სამოსი, მოვლის საგნები. მოუწყეთ კუთხე.  

- შეარჩიეთ ახალშობილის სახელი ერთად

- არ დაგავიწყდეს საჩუქრების ყიდვა და ახსნა, რომ ახალშობილი დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ მისი დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. 

- როცა ბავშვი გრძნობს საჭიროებას, ის გაცილებით მშვიდად და თან საქმიანად ხვდება ოჯახის ახალ წევრს.

- მისი გამოჩენისას კი აუცილებლად ჩართე უფროსი მოვლის საკთხებში, დაასაქმე, მას შეუძლია მოგიტანოს საფენი ან გადაგდოს ჭუჭყიანი საფენი, მოგაწოდოს სამოსი ან სხვა საჭირო ნივთები. ჩარტე ყოველდღიური მოვლის რუტინაში.

- მას შემდეგ, რაც სახლში ოჯახის ახალი წევრით დაბრუნდები, ყოველთვის უნდა გამოძებნო დრო უფროსი შვილებთან თამაშის, კითხვის, სეირნობის და სხვა აქტივობისათვის.  მათ უნდა იგრძნონ, რომ დედა მათიცაა. ისინი ხომ განსაკუთრებულები არიან!

დაბოლოს, არ დაგვავიწყდეს მამიკო!  მას ხომ  იმდენი შეუძლია, იმდენი... 

ის აუცილებლად უნდა ჩაერთოს პატარების მომზადების საკითხში. 

ერთად სეირნობით თუ  სხვადასხვაგვარი აქტივობით, ერთობლივი ზრუნვით ოჯახი კიდევ უფრო მეტად ერთიანი გახდება. და ასე პრობლემებიც ადვილად გვარდება.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე