Nuk
როგორ მოვუაროთ კანს მზის შემდეგ

თარიღი: 30 ივლისი, 2025

ზაფხულში რუჯი ყველას გვიყვარს, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მზის სხივებს კანი გადაჰყავს სტრესულ მდგომარეობაში.

 

მზის ზემოქმედებით:

კანი შრება და კარგავს ტენიანობას

მცირდება ელასტიურობა

ჩნდება პიგმენტური ლაქები

აქტიურდება ფოტოდაბერება

ზიანდება კანის ბუნებრივი ბარიერი

 

ამიტომ, მზის აბაზანების შემდეგ აუცილებელია:

დამამშვიდებელი გელის ან სპრეის გამოყენება

ღრმა დატენიანება და პH ბალანსის აღდგენა

აქტიური ინგრედიენტების თავიდან აცილება

წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება

 

კანის მოვლა მზის შემდეგ ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელი კომპონენტია.