Plasmon
რა მოხდება, თუ ბავშვი საღეჭ რეზინს ჩაყლაპავს

თარიღი: 30 სექტემბერი, 2019

რა მოხდება, თუ ბავშვი საღეჭ რეზინს ჩაყლაპავს

არ ვიცი, თქვენ აშინებთ თუ არა თქვენს პატარებს იმ შედეგით, რაც საღეჭი რეზინის ჩაყლაპვას მოჰყვება, მაგრამ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი შიში სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული.
”თუ გადაყლაპავ, ექიმები მუცელს გაგიჭირიან“ -ეს ის იყო, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
არადა როგორ უყვართ პატარებს ღეჭვა? ჯერერთი, საღეჭი რეზინი ყოველგვარ კანფეტზე გემრიელი ჰგონიათ, და მეორეც, ღეჭვით ხომ ისინი დიდებს ემსგავსებიან?!
საღეჭი რეზინისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანები ნეოლითური ხანიდან ღეჭავენ და რაღას არა - მცენარის ფესვებს, კოკასა და თამბაქოს ფოთლებს, ზოგიერთი ხის ფისს. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ თქვენს პატარასაც უყვარს გემრიელი საღეჭი რეზინი?!

რისგან შესდგება საღეჭი რეზინი

ის სპეციალური საკვები ნივთიერებებისაგან მომზადებული რეზინის, წებვადი ნივთიერებებისა და გემოსა და ფერის მიმცემი პროდუქტებისაგან მიღებული ნაზავია. მის შემადგენლობაშია აგრეთვე შაქარი ან შაქრის შემცველელი. მწრამოებელთა უდიდესი ნაწილი უპირატესობას სწორედ ამ უკანასკნელს ანიჭებს.
არცერთი ეს ნივთიერება იწოვება ნაწლავებიდან. შესაბამისად, თუ ბავშვი მას შემთხვევით ჩაყლაპავას, რეზინის ეს პატარა გემრიელი ნაჭერი მშვიდობიანად გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და თავის მოგზაურობას საბავშვო ქოთანში ან უნიტაზში დაასრულებს.
საფრთხე ძალიან იშვიათად იქმნება და იცის მაშინ, თუ ბაშვი დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით საღეჭ რეზინს გადაყლაპავს. ამ შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ საღეჭი რეზინის დიდმა რაოდენობამ ნალწავის სანათურის ბლოკირება მოახდინოს და ოპერაციული ჩარევა მართლად გახდეს საჭირო.
მაგრამ რადგან მსგავსი ფაქტები მედიცინის ისტორიაში უკიდურესად იშვიათია, ბავშვის მეტისმეტად შეშინება არ ღირს.
ახლა მთავარი - ღეჭვისას, როცა პატარა დარბის, იცინის, ლაპარაკობს, შესაძლებველია მოხდეს საღეჭი რეზინის გადაცდენა და მისი სასუნთქ გზებში მოხვედრა. მით უმეტეს, რომ ადრეულ ასაკში სრულად სრულად მომწიფებული არ არის კოორდინაციული რეაქცია საყლაპავასა და ხორხსარქველს შორის, რაც გადაცდენისას უზრუნველყოფს სასუნთქი გზების უსწრაფეს დახურვას ხორხსარქველით. აი, ეს კი ნამდვილი საფრთხეა!

როგორ მოვიქცეთ?

საღეჭი რეზინის ბავშვისათვის შეთავაზება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ის აცნობიერებს - ეს კანფეტი არ არის და მისი გადაყლაპვა არ შეილება. ეს დაახლოებით 4-5 წლიდან ხდება. ამ ასაკისათვის დღეში 1-2 საღეჭი რეზინის მიცემა პრობლემა არ არის.

დაიცავით უსაფრთხოების წესები, რომელიც საღეჭი რეზინის სასუნთქ გზებში გადაცდენას აგაცილებთ თავიდან.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე