თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020
რა არის საკვერცხის კისტა, რა ჩივილები ახასიათებს და როგორია მკურნალობის ტაქტიკა.
გვპასუხობს მეან-გინეკოლოგი, ქირურგი - ეკა ბუკია.
რა არის საკვერცხის კისტა?
საკვერცხის დაავადებეს შორის შედარებით უფრო ხშირად გვხვდება საკვერცხის კისტა, რომელიც წარმოადგენს როგორც კეთილთვისებიან, ასევე ავთვისებიან წარმონაქმნს საკვერცხეში. არსებობს რამდენიმე სახის კისტა, რასაც დეტალურად განვიხილავთ ქვემოთ.
რა ასაკში ხდება საკვერცხის კისტის განვითარება?
საკვერცხის კისტა გვხვდება ძირითადად რეპროდუქციულ ასაკში, თუმცა შესაძლებელია შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, ( რაც დამოკიდებულია კისტის ტიპზე), პერი და პოსტ მენოპაუზაში, ასევე ახალშობილებში.
როგორ ხდება საკვერცხის კისტის დიაგნოსტირება?
დიაგნოსტირება ხდება ტრანსვაგინალური ან ტრანსაბდომინალური ექოსკოპიური კვლევით.
ხშირ შემთხვევაში პაციენტებს არანარი ჩივილი არ აქვთ და პროფილაქტიკური გასინჯვის დროს ხდება კისტის აღმოჩენა.
რა სახის კისტები არსებობს, რა გართულებები ახასიათებს და როგორია მათი მკურნალობის მეთოდები?
ფოლიკულური კისტა - ფოლიკილური კისტა წარმოიქმნება კისტოზურ-ატრეზიულ ფოლიკულში სითხის დაგროვების გამო, ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური დარღვევის შედეგად, რაც იწვევს ჰიპერესტროგენიასა და ანოვულაციას. ძირითადად გვხდება რეპროდუქციულ ასაკში, იშვიათად პოსტმენოპაუზაში და ბავშვთა ასაკში. ფოლიკუკურ კისტად ითვლება კისტა, რომლის დიამეტრია 30მმ (3 სმ და მეტი).
შესაძლებელია ერთ საკვერცხეში ერთდროულად რამდენიმე კისტის წარმოქმნა. ფოლიკულური კისტა არის თხელკედლიანი, შეიცავს გამჭვირვალე, ქარვისფერ შიგთავსს.
კლინიკურად პაციენტს ჩივილი არ აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტი უჩივის ყრუ ხასიათის ტკივილს მუცლის ქვედა არეში და მენსტრუალური ციკლის გადაცდენას. ამ სახის კისტის მედიკამენტოზური მკურნალობა შესაძლებელია.
გართულება: საკვერცხის კისტის გასკდომა, საკვერცხის კისტის შემოგრეხა. აღნიშნული გართულებები ექვემდებარება სასწრაფო ქირურგიულ მკურნალობას.
ყვითელი სხეულის კისტა - წარმოიქმნება ფოლიკულის გახეთქვის ადგილას სითხის დაგროვების შედეგად, ზოგჯერ შეააძლებელია შეიცავდეს სისხლის მასებს. ამ სახის კისტები გვხვდება 16-45 წლის ასაკში. კლინიკურად არ ვლინდება, იშვიათად ახასიათებს მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ღრუში.
ძირითადად ყვითელი სხეულის კისტები განიცდიან უკუგანვითარებას ( ასე ვთქვათ გაიწოვება თავისით). თუმცა ზოგჯერ ახასიათებს გართულება: აპოპლექსია ( სისხლჩაქცევა კისტაში). აპოპლექსიის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ქირურგიული მკურნალობა.
პარაოვარიალური კისტა - წარმოიქმნება განიერი იოგის ფურცლებს შორის. გვხვდება 20-40 წლის ასაკში. კისტის ზომა შეიძლება იყოს 5-6 სმ და გიგანტური და მოიცვან მთლიანად მუცლის ღრუ. არის მრგვალი ან ივალური ფორმის, შეიცავს გამჭვირვალე შიგთავსს. კისტის კაფსულა თხელკედლიანია.
კლინიკური გამოვლინება არ აქვს. კისტის ზრდასთან ერთად პაციენტები უჩივიან ტკივილს მუცლის ქვედა არეში და მუცლის ზომაში მატებას.
ამ სახის კისტების არსებობისას იშვიათია მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უშვილობა. კისტის გართულება - კისტის ფეხზე შემოგრეხა, რაც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობას.
დერმოიდული კისტა - გვხვდება რეპროდუქციულ ასაკში და პოსტმენოპაუზაში. კისტის კაფსულა მკვრივი, ფიბროზული, შიგთავსი ცხიმოვანი, შეიცავს თმის ბოლავსბს, ფრჩხილებს და კბილებს. კლინიკურად არ ვლინდება. ერთადერთი მკურნალობის მეთოდია ქირურგიული.
ენდომეტრიოზუკი კისტა - გვხვდება რეპროდუქციულ ასაკში. მისი დიამეტრი მერყეობს 1,5 სმ დან 10 სმ და მეტი. კისტის შიგთავსი ბლანტი, შოკოლადისებრია.
კლინიკურად ვლინდება მენსტრუაციამდე ან მენატრუაციის დროს ტკივილით მენჯში, უშვილობით.მკურნალობა - მხოლოდ ქირურგიული.
რა იწვევს საშვილოსნოს კისტის განვითარებას?
ჰორმონალური დარღვევა
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა
ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
გენეტიკური წინასწარგანწყობა
რა დამატებითი კვლევებია საჭირო კისტის სახეობის დიფერენცირებისთვის?
ენდომეტრიოზული კისტების დიფერენცირებისთვის საჭიროა დამატებით ონკო მარკერი-CA-125 ის რაოდენობის განსაზღვრა.
დიდი ზომის კისტებისა და ვთვისებიანობაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დამატებით მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და ონკომარკერების HE4 და ROMA- ინდექსის განსაზღვრა.