თარიღი: 16 ივლისი, 2018
თავის ტვინის ინსულტი და მასთან ასოცირებული სოციალური და ეკონომიური პრობლემები წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას. სტატისტიკურად ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ფიქსირდება ინსულტის განვითარების მატების ტენდენცია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანზაციის 2017წლის მონაცემებით ევროპის 715მილიონ პოპულაციაზე ყოველწიურად ვითარდება 1,4 მილიონი ინსულტი, აქედან პაციენტების 50% რჩება ინვალდი მთელი ცხოვრების განმავლობაში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებში ინსულტით და მისი გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მეორე ადგილზეა.
რა არის და რატომ ვითარდება ინსულტი
ინსულტი ეს არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით. არსებობს ინსულტის ორი ტიპი, იშემიური და ჰემორაგიული. ჰემორაგიული ინსულტი გულისხმობს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად გამოწვეულ ნევროლოგიურ დეფიციტს , ხოლო იშემური ინსულტი გულისხმობს თავის ტვინში სისხლის მიწოდების დარღვევის შედეგად გამოწვეულ დეფიციტს. აღსანიშნავია, რომ 80% შემთხვევაში ინსულტი არის იშემიური ტიპის. იშემიური ინსულტის განვითარების მიზეზებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს თავის ტვინის მკვებავი სიხლძარღვების, საძილე არტერიების დაზიანებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია სისხლძარღვების ათეროსკლეროზით . ათეროსკლეროზი ეს არის ხანგრძლივი გენერალიზირებული პროცესი, რომელიც განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით და იწვევს სიხლძარღვის სანათურის შევიწროებას მასში ათეროსლეროზული ფოლაქების ჩალაგების შედეგად. საბოლოო ჯამში ათეროსკლეროზი იწვევს საძილე არტერიების მნიშვნელოვან შევიწროებას ან მათ სრულ დახშობას, ასევე შევიწროებულ სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას (თრომბოზს) და არტერიო-არტერიულ ემბოლიას, რაც იწვევს სიხლის მიმოქცევის მოშლას თავის ტვინში და წარმოადგენს იშემიური ინსულტის განვითარების ხშირ მიზეზს.
რა სიმპტომატიკა უძღვის წინ ინსულტის განვითარებას
სამწუხაროდ დაახლოებით 50 % შემთხვევაში თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების , საძილე არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება მიმდინარეობს ასიმპტომურად, ანუ პაციენტს არანაირი ჩივილები არ გააჩნია და დაავადების არსებობის შესახებ ცნობილი ხდება მხოლოდ იშემიური ინსულტის განვითარების შემდეგ. დაავადების სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში ბევრად მარტივია იშემიური ინსულტის პრევენცია
სიმპტომები რომლებიც წინასწარმეტყველებენ იშემური ინსულტის განვითარებაზე:
უეაცარი დაბუჟება და სისუტე კიდურებში
უეცარი მეტყველების მოშლა
უეცარი მხედვეობის მოშლა ერთ ან ორივე თვალში
თავბრუსხვევა, ტავის ტკივილი და დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში.
დიაგნოსტიკა და პრევენცია:
სიმპტომატიკის არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროული ვიზიტი სისხლძარღვთა ქირურგთან ან ნევროლოგთან რომელიც საძილე არტერიების დუპლექსსკანირებით (ექოსკოპიური კვლევით) გამორიცხავს ან დაადასტურებს საძილე არტერიების დაზიანებას (შევიწროებას ათეროსკლეროზული ფოლაქით). საძილე არტერიების დაზიანებით გამოწვეული ნევროლოგიური დეფიციტის, ანუ დაავადების სიმპტომური მიმდინარეობის დროს დაავდების გამოსავლისთვის , იშემიური ინსულტის განვითარების პრევენციისთვის გადამაწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ მკურნალობას. საუკეთესო პერიოდი ქირურგიული ჩარევისთვის არის უახლოესი 2 კვირა პირველი სიმტომების განვითარებიდან.
სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში დიაგნოზის დადგენა, როგორც წესი ხდება სკრინინგის (დუპლექსსკანირების მონაცემების) საფუძველზე, სკრინინგის საჭიროებას განსაზღვრავს ოჯახის ან კონრეტული სპეციალობის (ანგიოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი) ექიმი. სკრინინგის ჯგუფის პაციენტებს მიეკუთვნებიან: შაქრიანი დიაბეტის, გულის იშემიური დაავდების, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 55წელს გადაცილებული პირები. მკურნალობის ტაქტიკა ასეთ პაციენტებში ინდივიდუალურია და ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევის ალტერნატივას მედიკამენტოზური თერაპია წარმოადგენს.
მკურნალობის მეთოდები.
არსებობს ორი აპრობირებული და დროში გამოცდილი მკურნალობის მეთოდი იშემიური ინსულტის პრევენციაში. ოპერაციული ჩარევა „კაროტიდული ენდარტერექტომია“ რომელიც გულისხმობს ათეროსკეროზული ფოლაქის მოცილებას ღია ქირურგიული ჩარევით და საძილე არტერიაში ნორმალური, (მაგისტრალური) არტერიულ სისხლის ნაკადის აღდგენას და ენდოვასკულური ჩარევა რომელიც ცნობილია მოსახლეობისთვის როგორც „უსისხლო მეთოდი“ რაც თავის მხრივ გულისხმობს შევიწროებულ საძილე არტერიაში ლითონის „სტენტის“ იმპლანტაციით, არტერიის ნორმალური დიამეტრის და სისხლის ნაკადის აღდგენას. ორივე შემთხვევაში ოპერაციული და პოსტოპერაციული გართულებების რიცხვი არ აღემატება 2-3% . დამტკიცებულია , რომ სწორი სამედიცინო ჩვენების და დროული ჩარევის შემთხვევაში აღნიშნული ოპერაციები არის საუკეთესო საშულება იშემიური ინსულტის პრევენციისთვის. თუ რომელი მეთოდით მოხდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესება და ინსულტის პრევენცია დამოკიდებულია არტერიების დაზიანების ხარისხზე და პაციენტის სურვილზე.