Plasmon
სეზონური ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა

თარიღი: 14 დეკემბერი, 2019

ვირუსული ინფექციების პრევენცია, რჩევები.

გაინტერესებთ რა პრევენცია არსებობს სეზონური ვირუსული ინფექციების თავიდან ასარიდებლად? ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, შინაგანი მედიცინის განყოფილების უფროსი გიორგი სარიშვილი მოგვცემს ხუთ აქტუალურ რჩევას.

– რა პრევენცია არსებობს სეზონური ვირუსული ინფექციების თავიდან ასარიდებლად?

  • პირველი და ყველაზე აქტუალური გახლავთ პირადი ჰიგიენა, ვირუსული ინფექციების გადაცემა ძირითადად ჭუჭყიანი ხელებით ხდება, რამდენად ბანალურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ რეკომენდაცია, ხელების ხშირი დაბანა ერთ–ერთი პრევენციაა.
  • მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია საძინებლის ხშირი განიავება.
  • უნდა მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და იხმაროთ პირბადე (პირბადის შეცვლა საჭიროა ყოველ 2 საათში).
  • მნიშვნელოვანია ჯანსაღი, ვიტამინიზირებული საკვების მიღება, რათა იმუნური სისტემა იყოს მზად, გაუმკლავდეს ვირუსულ ინფექციებს.
  • ყველაზე მთავარი პრევენცია კი გახლავთ ვაქცინაცია. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს ვირუსული დაავადების განვითარების და გართულებების მაღალი რისკი ( ფილტვის ქრონიკული დაავადება, ბრონქული ასთმა, დიაბეტი, ქრონიკული პათოლოგიები, გულის უკმარისობა და ა.შ ), განსაკუთრებულად უნდა მიაქციოს ყურადღება ამ რჩევას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციებზე და სკრინინგ–პროგრამებზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.