თარიღი: 21 დეკემბერი, 2015
შარდის შეუკავებლობა არც თუ უმნიშვნელო პრობლემაა , როგორც მამაკაცებში , ასევე ქალებში . მანდილოსნებში იგი შეშფოთებას და უსიამოვნო განცდას იწვევს , ამიტომ ამაზე საუბარს ძირითადად უროლოგთან ან გინეკოლოგთან იწყებენ . რადგანაც აღნიშნული პრობლემა საკმაოდ ტაბუდადებული თემაა , მასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაციაც ხშირად ქალების უმეტესობის მიღმა რჩება , ამიტომ სწორად შერჩეული მკურნალობა და სწორი ინფორმაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პრობლემის მოგვარებაში.
შარდის შეუკავებლობის 2 ფორმა არსებობს : შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა და ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი
შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა , რომელიც დახველების , დაცემინების , სიცილის , ფიზიკური დატვირთვის , სირბილის , ხტუნვის , სიარულის , სიმძიმის აწევის დროს ვლინდება . მიუხედავად იმისა , რომ იგი უმეტეს შემთხვევაში ძლიერი არ არის , პრობლემა ძალიან ზღუდავს ქალის ყოველდღიურ საქმიანობას .
შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა ვლინდება : მშობიარობის შემდგომ , როდესაც ზიანდება იოგები , ეშვება კუნთები , რასაც შარდის შეუკავებლობამდე მივყავართ . რიგ შემთხვევაში ეს დროებითია , ზოგჯერ კი პროცესი პროგრესირებს და მენოპაუზის დადგომის პერიოდისათვის უკვე მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა . კლიმაქტერული პერიოდი მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდია ქალის ცხოვრებაში , მისი ერთ ერთი თანამდევი პრობლემა სწორედ შარდის შეუკავებლობაა , რადგან კლიმაქტერულ პერიოდშიც სუსტდება ის იოგები , რომლებიც შარდსადენი მილისა და შარდის ბუშტის ყელს ბოქვენის ძვლებთან აფიქსირებს . ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზი კლიმაქსის პერიოდში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია , კერძოდ კი ესტროგენების შემცირებული რაოდენობა .
შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა განპირობებულია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით და იწვევს მოშარდვის მძაფრ სურვილს . ასეთი ქალები იძულებულები არიან შეზღუდონ სითხე , შეცვალონ ცხოვრების რეჟიმი , ყველაფერი მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს , იწვევს დეპრესიას ჰიპერაქტიური შარდის ბუშტიც ხშირად კლიმაქტერულ პერიოდს ემთხვევა .
შარდის შეუკავებლობას ორი მეთოდით მკურნალობენ : კონსერვატიული და ოპერაციული , ორივე მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და წარმატებით ტარდება პაციენტთა 90% , მაგრამ როგორც კონსერვატიული , ასევე ოპერაციული მკურნალობა , შედეგის მიღება და რეაბილიტაცია დროს საჭიროებს , ამიტომ მანდილოსნებისათვის , რომლებიც შარდის შეუკავებლობით იტანჯებიან აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევა უროლოგიური საფენები .
უროლოგიური საფენები სპეციალურად შექმნილი ჰიგიენური საფენებია , რომლებსაც კრიტიკული დღეების საფენებთან განსხვავებით მნიშვნელოვანი თავისებურებები გააჩნია .
• უროლოგიური საფენი ხანგრძლივაად გამოიყენება , მაშინ როდესაც კრიტიკული საფენი სულ რამდენიმე დღეა საჭირო , ამიტომ აუცილებელია რომ იგი განსაკუთრებული სინაზით გამოირჩეოდეს და არ გამოიწვიოს ლორწოვანის გაღიზიანება . უროლოგიური საფენები დამზადებულია აბრეშუმისებრ ნაზი ბამბის ქსოვილისაგან , რაც არ იწვევს დისკომფორტს , არის ჰაერგამტარი , და არ აღიზიანებს კანს
• შარდის შეუკავებლობისას ერთჯერადად თითქმის 50 მლ. შარდი გამოიყოფა , მაშინ , როდესაც მენსტუალური ციკლისას გამონადენის სრული ოდენობა არ აღემატება 50 მლ , ამიტომ აუცილებელია რომ უროლოგიური საფენი იყოს ტევადი და სწრაფად იწოვდეს სითხეს , ვინაიდან შარდის ნაკადის სიჩქარე მნიშვნელოვნად მაღალია , ვიდრე სისხლის გამოყოფის .
• შარდი და სისხლი სხვადასხვა ბუნებრივი სითხეა , აბსოლიტურად განსხვავებული შემადგენლობით , ამიტომ საფენის შემადგენლობაც მნიშვნელოვნად განსხვავებულია , შარდს აქვს სპეციფიური სუნი , განსაკუთრებით ქსოვილთან შეხებისას , ამიტომ საფენის შიგთავსი სპეციალური მიკროგრანულების წყალობით ანეიტრალებს შარდის სპეციფიურ სუნს , ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც , რომ შარდი რეაქციაში შედის ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებთან , რაც თავის მხრივ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას , და PH - ის დონის მომატებას , უროლოგიური საფენის შიგთავსი უზრუნველოფს მჟავა - ტუტოვანი არის ნორმალიზებას