სიახლე ბადურის დეგენერაციული დაავადების მკურნალობაში
თარიღი: 13 იანვარი, 2026
ბადურა გარსის ფუნქციის გაუმჯობესება ფოტობიომოდულაციით
ფოტობიომოდულაცია ( Red Light Therapy) არის უსაფრთხო, არაინვაზიური მკურნალობის მეთოდი, რომელიც იყენებს დაბალი ენერგიის წითელ და ინფრაწითელ სინათლეს ბადურის უჯრედებზე ზემოქმედებისთვის.
სინათლის ენერგია აღწევს ქსოვილებში და ააქტიურებს მიტოქონდრიებს - უჯრედების ენერგეტიკულ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ენერგიის გამომუშავებაზე და უჯრედის სიცოცხლისუნარიანობაზე.
ამ სტიმულაციის შედეგად:
იზრდება უჯრედული ენერგია (ATP),
მცირდება ოქსიდაციური სტრესი,
უჯრედები უკეთ იწოვენ ჟანგბადს ,
მცირდება დეგენერაციული პროცესები ბადურას ქსოვილში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფოტობიომოდულაციას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ბადურის დეგენერაციულ დაავადებებზე, განსაკუთრებით ისეთებზე, როგორებიცაა:
პიგმენტური რეტინიტი - მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ნელ-ნელა აქვეითებს მხედველობას;
მშრალი ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია(AMD) - ბადურის ცენტრის დაზიანება, რომელიც იწვევს ცენტრალური მხედველობის დაკარგვას.
ფოტობიომოდულაცია ხელს უწყობს ფოტორეცეპტორული უჯრედების დაცვას და ფუნქციის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ბადურის მეტაბოლიზმს და ზოგჯერ აღადგენს კიდეც მხედველობის გარკვეულ კომპონენტებს.
ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ "მზერაში" ტარდება 3-თვიანი ფოტობიომოდულაციის პროგრამა, სადაც კვირაში ერთხელ ტარდება სინათლის სტიმულაციის სესია.
კურსი ინდივიდუალურად შეირჩევა თითოეული პაციენტის დიაგნოზისა და მდგომარეობის მიხედვით.
ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და გაიგეთ, რამდენად გამოგადგებათ ეს ინოვაციური მეთოდი:
მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტრო "300 არაგველი")
ჩასაწერად: 032 2 117 711 | 032 2 775 588 | 596 56 55 88