თარიღი: 14 იანვარი, 2016
თანდაყოლილი ანომალიების ინციდენტობის დინამიკა საქართველოში, 2008-2014
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სტატისტიკური ცნობარი, 2014
თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე
2016 წელს თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვის თემაა ,,გავაკეთოთ სწორი არჩევანი თანდაყოლილი ანომალიების პრევენციისათვის“, რომლიც მთავარი მიზანია არ დაიკარგოს წინა წლებში მიღწეული წარმატებები, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხის შესახებ და განხორციელდეს ეფექტური ინტერვენციები სოციალური ჯგუფების, ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფოების დონეზე.
თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე აღინიშნება აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ამერიკის პედიატრთა აკადემიის, ტერატოლოგიის ორგანიზაციის პარტნიორობითა და ინიციატივით. თანდაყოლილი ანომალიები გლობალური, ძვირადღირებული კრიტიკული და პრობლემაა, რომელიც გრძელვადიან უარყოფით გავლენას ახდენას ინდივიდებზე, მათ ოჯახებზე, ჯანდაცვის სისტემაზე და, ზოგადად, საზოგადოებაზე. თანდაყოლილი ანომალიების ყველაზე ხშირი გამოვლინებებია: გულის თანდაყოლილი მანკები, ნერვული ღეროს დეფექტი და დაუნის სინდრომი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანდაყოლილი ანომალიებით სიცოცხლის პირველი 4 კვირის განმავლობაში დაახლოებით 276 000 ახალშობილი იღუპება მსოფლიოში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში 2010-13 წლებში თანდაყოლილი ანომალიათა ინციდენტობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა შემდეგ იკლებს და 2014 წლისთვის 9,4-ს აღწევს. ახალშობილთა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ახალშობილებში ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისციდოზისა და სმენის სკრინინგი. ასევე ხდება ანტენატალური სკრინინგი მაღალი რისკის ორსულებში.
თანდაყოლილი ანომალიების განვითარებას განაპირობებს უამრავი უცნობი ფაქტორი. თუმცა ცნობილია ზოგიერთი რისკ-ფაქტორი - გამოსხივება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნე მოხმარება, არასრულყოფილი ზრუნვა ჯანმრთელობაზე, ფოლიუმის მჟავის არ-მიღება და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანდაყოლილ ანომალიის პრევენცია შეუძლებელია, ჯანმრთელი ნაყოფის დაბადების შესაძლებლობების გაზრდა მიღწევადია ორსულობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლითა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით.
საჭირო რჩევები თანდაყოლილი ანომალიების რისკების შესამცირებლად:
ფოლიუმის მჟავის მიღება: ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს B ვიტამინს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ტვინისა და ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიების განვითარებას. აუცილებელია ფოლიუმის მჟავის მიღება ორსულობამდე 2 თვით ადრე და ორსულობისას პირველი 12 კვირის განმავლობაში. ცნობილია, რომ ფოლიუმის მიღება ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტის განვითარების რისკე;
ჯანმრთელობის მდგომარეობის რუტინული კონტროლი:
ექიმის მუდმივი კონტროლი წონასთან დაკავშირებული პრობლემის ან დიაბეტის შემთხვევაში.
აუცილებელია მემკვიდრეობითი პრობლემატიკის ცოდნა და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტირება;
ანტენატალური მეთვალყურეობა: აუცილებელია ორსულთა ანტენატალური მომსახურების მინიმუმ 4 ვიზიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას, დაავადებების პრევენციას, ორსულისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და რეკომენდაციებს;
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა: ალკოჰოლის, თამბაქოს და ნარკოტიკის მოხმარებისაგან თავის არიდება და ჯანსაღი კვება.