Nuk
რატომ ჩნდება ტკივილი სახსრებსა და კუნთებში

თარიღი: 21 მარტი, 2018

რატომ ჩნდება ტკივილი სახსრებსა და კუნთებში, როგორ განვასხვავოთ ეს ორი ტკივილი ერთმანეთისაგან და როგორ ვუმკურნალოთ მას

სახსრების ტკივილი ბევრი დაავადების მანიშნებელია. საუბრობს შპს,, აკად.ნ.ყიფშიძის სახ.ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი; მედიცინის აკადემიური დოქტორი; ჯანდაცვის ექსპერტი; თერაპევტი მაკა ბულეიშვილი

კუნთოვანი ტკივილი ანუ მიალგია  ყველაზე ხშირად ჩნდება ფიზიკური დატვირთვებისთვის მოუმზადებლობის პირობებში: ცალკეული კუნთოვანი ჯგუფის დაზიანებისას, არაადექვატური ფიზიკური დატვირთვის შედეგად, ჩონჩხის სხვადასხვა სახის ანომალიის დროს – სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა. გარდა ამისა ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს  გაციება, დაჭიმულობა, ღრძობა. რაც შეეხება სახსროვან ტკივილებს ანუ ართრალგიებს  მათი მიზეზი შესაძლოა იყოს სახსრის ყველა კომპონენტის ანთებით გამოწვეული დეგენერაციული პროცესები. ხშირ შემთხვევაში ტკივილს აქვს შერეული ხასიათი, გამომდინარე იქიდან რომ პროცესში ერთვება როგორც სახსრის ქსოვილები, ასევე მიმდებარე  კუნთებიც. მიოზიტი ჩონჩხის კუნთების ანთებას ეწოდება, მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებები. სახსროვანი ტკივილისათვის დამახასიათებელია ტკივილის ინტენსივობის ზრდა მოძრაობისას, უძრავ მდგომარეობაში ტკივილი არის  მუდმივი და ყრუ ხასიათის. ამავე დროს აღინიშნება მოძრაობის შეზღუდვა დაზიანებული სახსრის არეში.რაც შეეხება კუნთოვან ტკივილს, ის როგორც წესი ჩნდება უეცრად, გარკვეული ფიზიკური დატვირთვის  ან გაციების შემდგომ და შემოიფარგლება კუნთების გარკვეული ჯგუფის ტკივილით. კუნთების ეს ჯგუფი  სპაზმურადაა დაჭიმული.  როდესაც  სახსრების და კუნთების ტკივილი  ხანგრძლივდება, თან ერთვის სიცხე,  გულმკერდის, ბეჭისა და ზემო კიდურის მიდამოს ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, ოფლიანობა, ძილის დარღვევები, რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან.

ოსტეოხონდროზის პირველადი გამოვლინებების დროს ტრავმების, მყესების დაჭიმულობისა და ღრძობის დროს მკურნალობას როგორც წესი იწყებენ ადგილობრივი საშუალებებით (გელი კრემი,სპრეი,და ა.შ.) მაგალითისთვის: საუკეთესო საშუალება ამ შემთხვევაში, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატი, არის  მატარენ პლუსი რომელიც  ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას  .

კრემი მატერან პლუსი არის კომბინირებული,  არატეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი, სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის კუპირებისათვის. მის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით წარმოდგენილი არის აქტიური ნივთიერება მელოქსიკამი – საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით 3 %- რომელიც უზრუნველყოფს ტკივილის კუპირებას.  წიწაკის ნაყენი- შეიცავს ე.წ კაპსაიცინს, რომელსაც აქვს კანის ზედაპირის გამაღიზიანებელი ეფექტი, რაც გვაძლევს დამატებით ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, უმჯობესდება ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა კანსა და კანქვესა ქსოვილებში, რაც განაპირობებს შეშუპების შემცირებას პათოლოგიურ კერაში. მელოქსიკამის და კაპსაიცინს ახასიათებს  სინერგიული (ერთმანეთის მოქმედების გამაძლიერებელი) მოქმედება.შედეგად მატარენ პლუსი ხასიათდება გაძლიერებული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. შემადგენლობას  დამატებული აქვთ დიმეთილსულფოქსიდი  ლავანდისა და ქორეანდერის ეთერზეთები, რომლებიც უზრუნველყოფენ აქტიური ნივთიერებების ღრმად შეღწევას. აღნიშნული კომბინაცია გამოირჩევა მოქმედების სისწრაფითა და სიძლიერით , სხვა ანალოგებთან შედარებით  ახასიათებს  გახანგრძლივებული მოქმედება.  მატარენ პლუსი გახლავთ გარეგანი მოხმარების პრეპარატი, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივ მოქმედება , მინიმალური გვერდითი  ეფექტების გამოვლინებით (რომლებიც  დამახასიათებელია პერორალური არასტეროიდის მიღების  შემთხვევაში - კუჭ_ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ზოგჯერ კი სისხლდენები). 

მედიკამენტი მატარენ პლუსი ამცირებს ტკივილს სახსრებში (მათ შორის ხერხემლის ტკივილს), კუნთების ტკივილს მოძრაობისა და მოსვენების მდგომარეობაში. აუმჯობესებს  სახსრის მოძრაობას. ხსნის სახსრების დილის შებოჭილობასა და შეშუპებას შესაბამისად მისი გამოყენებაც ფართო სპექრტით არის შესაძლებელი, ისეთი პრობლემების დროს როგორიცაა:  საყრდენ მამოძრავებელი აპარატის ანთებით დეგენერაციული დაავადებები  ტკივილის სინდრომით: ბურსიტი, ტენდინიტი, ლუმბაგო, იშიაზი, ნევრალგია, მიალგია, ართრალგია, რადიკულიტი, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი (ტრავმული დაზიანებები, ამოვარდნილობა, ნაღრძობი, მყესის და კუნთის დაჭიმვა,კუნთის გაგლეჯვა კანის მთლიანობის დარღვევის გარეშე ) , კუნთებისა და სახსრების ტკივილი დაკავშირებული გაძლიერებულ ფიზიკურ დატვირთვასთან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კვალიფიციური ექიმის  რჩევა და  სწორად შერჩეული სამკურნალო საშუალება წარმატებული მკურნალობის საწინდარია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით  შპს,, აკად.ნ.ყიფშიძის სახ.ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმს; მედიცინის აკადემიური დოქტორს; ჯანდაცვის ექსპერტს; თერაპევტს  მაკა ბულეიშვილი - 599552803