Plasmon
ვაქცინაცია ორსულობის დროს

თარიღი: 23 მაისი, 2020

არის თუ არა ორსულობის პერიოდში ვაქცინაცია უსაფრთხო?
სასურველია ორსულობის დაგმემვამდე  ქალს ყველა საჭირო ვაქცინაცია ჰქონდეს ჩატარებული, რათა თავიდან იყოს აცილებული ის გართულებები რაც შესაძლოა ინფექციურ დაავადებებს მოჰყვეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს აცრები რომელიც უსაფრთხოა და სასურველია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

სეზონური გრიპის ვაქცინა რეკომენდებულია ორსულ ქალებში, იგი ასევე ნებადართულია ძუძუთი კვების პერიოდში. ორსულობის პერიოდში იმუნიტეტი განსაკუთრებით დაბალია და სასურველია თუ დამატებითი ინფექციების თავიდან ასაცილებლად ვაქცინაციას მიმართავთ.

რაც შეეხება არარეკომენდებულ ვაქცინებს ორსულობის პერიოდში, ისინი ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში დაკავშირებულია სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებასთან და არარის რეკომენდირებული.

სასურველია ყოველთვის გაიაროთ კონსულტაცია დარგის სპეციალისტთან მანამ სანამ დაგეგმავთ ორსულობას, რათა რისკების ალბათობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.