Nuk
ვარიკოზული და ობობისებური ვენები

თარიღი: 30 ნოემბერი, 2025

ვარიკოზული და ობობისებური ვენები ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, რომელიც ვენების სარქველების დაზიანებისა და სისხლის გადინების დარღვევის გამო ვითარდება. ვენები ფართოვდება, სივდება და ხშირად იწვევს სიმძიმეს, დისკომფორტს ან ტკივილს.

 

ვარიკოზული ვენები, როგორც წესი, უფრო გამობერილი და შეშუპებულია და ყველაზე ხშირად ქვემო კიდურებზე გვხვდება. ობობისებური ვენები — წვრილი, წითელი ან მოლურჯო ხაზებია, რომლებიც კანზე ზედაპირულად ჩნდება და უმეტესად ესთეტიკურ დისკომფორტს ქმნის.

 

პირველადი დიაგნოსტიკა ხდება ვიზუალური დათვალიერებით და საჭიროების შემთხვევაში დუპლექს-ულტრაბგერით, რომელიც აფასებს ვენების მდგომარეობას და სისხლის ნაკადის მიმართულებას. დროული გამოკვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ვარიკოზულ ვენებს შესაძლოა თან ახლდეს შეშუპება, კუნთების უნებლიე კრუნჩხვა, ე.წ. „გაკვანძვა", ვენური უკმარისობა ან ვენების ღრმა თრომბოზის რისკი, ხოლო ობობისებური ვენები იშვიათად, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ან მსუბუქი სისხლდენა, წყლული, მძიმე შემთხვევებში კი ვენური უკმარისობა.

 

„ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობა ტარდება თანამედროვე, ეფექტური და მინიმალურად ინვაზიური მეთოდებით — სკლეროთერაპიით, ენდოვენური ლაზერული ან რადიოსიხშირული აბლაციით და მინიფლებექტომიით. პროცედურები შერჩეულია პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და მიზნად ისახავს სიმპტომების შემცირებას, გართულებების თავიდან აცილებას და ვიზუალური შედეგის გაუმჯობესებას.

 

დროული დიაგნისტიკა გადამწყვეტია!