Nuk
ვენების ვარიკოზული დაავადება

თარიღი: 28 ოქტომბერი, 2025

ქრონიკული ვენური უკმარისობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მსოფლიოში.

 

მოსახლეობის 60-80%-ს აღენიშნება ვენური უკმარისობის სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის ნაკადის დარღვევითა და ვენებში შეგუბებით.

 

შედეგად ზიანდება ვენის კედელი და სარქველები, რაც იწვევს ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას, შეშუპებასა და სისხლძარღვთა ცვლილებებს.

 

რისკ-ფაქტორებია:
ასაკი და მემკვიდრეობა
მდედრობითი სქესი, ორსულობა
ჭარბი წონა, ჰორმონალური თერაპია
უმოძრაო ცხოვრების წესი და ხანგრძლივი ჯდომა
არაბალანსირებული კვება და ყაბზობა

 

ადრეული დიაგნოსტირება და სპეციალისტთან დროული კონსულტაცია დაგიცავთ გართულებებისგან.

 

ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 288 09 09

 

მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5