Plasmon
ვირუსული ინფექციები თანმხლები პათოლოგიების შემთხვევაში.

თარიღი: 13 მაისი, 2020

რამდენად მნიშველოვანია სწორი ინფორმაციის ფლობა ვირუსული ინფექციების დროს.

ყველა ვირუსული ინფექცია ყოველთვის, და ახლაც, საფრთხეს უქმნის თანმხლები პათოლოგიების მქონე ადამიანებს, თუმცა ეს განაჩენი არ არის, რადგანაც ყველა ინდივიდს თავისი ავადმყოფობის ისტორია აქვს და ორგანიზმიც შესაბამისად ებრძვის ვირუსს.
ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი გოგი სარიშვილი.

ჩემთვის, როგორც თერაპევტისთვის მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები კორონავირუსული ინფექციის უკან დახევის ან ვაქცინის შემოღების და დაავადების დამარცხების მხრივ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საფრთხეც, რომელსაც ქმნის მასობრივი სტრესი.

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექიმმა და არც სხვა დარგის სპეციალისტმა არ უნდა გაასაჯაროოს დეტალური ინფორმაცია, რადგან ადამიანების უმეტესობისათვის არაა საინტერესო, თუ როგორი ლაბორატორიული მონაცემებია კონკრეტული დაავადების შემთხვევაში, ან თანმხლები დაავადებები რამდენ პროცენტში იწვევენ სიკვდილიანობას. ეს არ არის სწორი მიდგომა და ადამიანებში იწვევს პანიკურ განწყობას. ჩვენ, ექიმები ვალდებულები ვართ, ავირიდოთ პანიკა, რადგანაც სიტყვას უდიდესი ძალა აქვს.

უამრავ ადამიანს აქვს სხვადასხვა თანმხლები პათოლოგია, მაგალითად თირკმლის და ღვიძლის დაავადებები, ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნე და სხვა.. ასეთ პაციენტებს წინასწარ არ უნდა გამოვუტანოთ განაჩენი და დავუსვათ დიაგნოზი, რომელიც ფატალურად უნდა დასრულდეს.

მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერი ვირუსული დაავადების დროს სიკვდილიანობა ვირუსული დაავადებების დროს არ აღემატება 14%-ს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროცენტია, რადგან თითოეული ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია, მაგრამ მაგრამ, ამავე დროს, დანარჩენი 86 % ადამიანების ჩაგდება ძლიერ სტრესში არ შეიძლება. არ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა „სიკვდილისმთესველი ვირუსი“. სიკვდილისმთესველი თვით ებოლას ვირუსი, შავი ჭირი და „ისპანკაც“ არ იყო 100%-ით. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სწორად ფლობდნენ ინფორმაციას ვირუსული დაავადებების შესახებ.

გავიხსენოთ ბოლო ხანებში გავრცელებული გრიპის სახეობები, როგორებიცაა ქათმის და ღორის გრიპი. ყოველწლიურად სამი, ოთხი, ხუთი ან მეტი ნაირსახეობის ვირუსული ინფექციები იფეთქებს ხოლმე საზოგადოებაში. ყველა მათგანს შეუძლია დაზიანებებული ჯანმრთელობის დეკომპენსაცია, რომელსაც ზოგჯერ ფატალური შედეგიც მოყვება ხოლმე. მაგალითად, ბევრ ადამიანს აქვს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაცია ან იტარებს ქიმიო- და სხივურ თერაპიას. თავისთავად ცხადია, რომ მათი იმუნური სისტემა არის დაქვეითებული და საფრთხე არსებობს ყოველთვის. რისკ-ჯგუფების გამოყოფა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევაში დაავადებულ ადამიანს ექნება გართულებების კონკრეტული შემთხვევები, შეუძლებელია.

ცივილიზაციის გამანადგურებელ დაავადებებს, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ქოლერა, შავი ჭირი, ყვავილი, მოერია კაცობრიობა და მოერევა ამ ვირუსსაც.

იმისათვის, რომ დაავადებების მიმდინარეობის ზუსტი პროგნოზი გაკეთდეს საჭიროა დაავადების კარგად ცოდნა, რაც ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევაში არ არსებობს. ამიტომ პრევენციისთვის საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება, ჰიგიენური ნორმების მაქსიმალურად დაცვა, სახლის განიავება, ხელების დაბანა, დისტანციის დაცვა, მითუმეტეს, თუ კონტაქტი გვაქვს რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან, კანონის დაცვა. დაუშვებელია თვითმკურნალობა სხვადასხვა პრეპარატებით.

ბევრად მარტივია ინფორმირებული, განათლებული და ჰიგიენის ნორმებს გაცნობილი შეგნებული მოსახლეობის მორჩენა დაავადების შემთხვევაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ