Plasmon
ვიტამინი D -ს არასაკმარისი რაოდენობა დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის

თარიღი: 14 ნოემბერი, 2021

ენდოკრინოლოგ მარინა გორდელაძის ინტერვიუ ბავშვებში დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელზე საქართველოში და D ვიტამინის უმნიშვნელოვანეს როლზე:

როგორია საქართველოში დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელი ბავშვთა ასაკში?
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადებაა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. თანამედროვე წარმოდგენით ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ვითარდება გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე, გარემო ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად. წამყვან ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ შაქრიანი დიაბეტის განვითარებას ბავშვთა ასაკში, ეკუთვნის ვირუსული ინფექცია, ხელოვნური კვება, ბუნებრივი კვების ვადის შემცირება, საკვებში ტოქსიური აგენტების არსებობა, სხადადასხვა ტიპის სტრესი და როგორც დადგინდა – ვიტამინი D-ს დეფიციტი, რაც ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევებმაც ცხადყო. ვიტამინი D -ს არასაკმარისი რაოდენობა ორგანიზმში ზრდის როგორც დიაბეტის განვითარების რისკს, ასევე ამძიმებს მის მიმდინარეობას. ხოლო ვიტამინი D-ს მიღება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით, შესაძლებელს ხდის შემცირდეს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა ჯანმრთელ პირებში და გაუმჯობესდეს გლიკემიური კონტროლი უკვე დაავადებულ პირებში. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ვიტამინი D ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფას.
როგორია თქვენი რეკომენდაციები, როგორ შეიძლება დიაბეტის და ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადებების პრევენცია ბავშვთა ასაკში?
სამწუხაროდ, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის პრევენციის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, თუმცა ამ კუთხით მნიშვნელობა აქვს ვირუსული ინფექციებისგან ორსულთა და ბავშვთა დაცვას, მიკროელემენტებით ორგანიზმის შევსებას, სტრეს ფაქტირების შემცირებას. ტიპი 2 დიაბეტის პრევენცია კი ცხოვრების ჯანსაღ წესს, ზომიერ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას – წონის კორექციას ითვალისწინებს. ტელევიზიის, ინტერნეტის და კომპიუტერული თამაშების გამო დღევანდელი ბავშვები საჭიროზე ნაკლებს მოძრაობენ. რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ამისთვის დროის, სახსრების, ადგილის გამონახვა, ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. კარგი იქნება თუ ბავშვს სპორტის რომელიმე სახეობაში ჩავაბამთ და დასვენების აქტიურ ფორმებს მივანიჭებთ უპირატესობას. დღეს-დღეობით, დღის რეჟიმიდან გამომდინარე, დარღვეულია ასევე კვების ჯერადობაც, დღე-ღამის განმავლობაში ბავშვმა ოთხჯერ მაინც უნდა მიიღოს საკვები.

რა მნიშვნელობა ენიჭება D ვიტამინს ენდოკრინული სისტემი დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის სქემაში. შესაძლოა თუ არა მშობელმა საპრევენციოდ მისცეს ბავშვს D ვიტამინი და როგორია თქვენი რეკომენდაცია ამ შემთხვევაში?
D ვიტამინი, გარდა ენდოკრინული სისტემის სიჯანსაღისა, უმნიშვნელოვანესი ვიტამინია ადამიანის ორგანიზმისათვის, მისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე მას დღეის D-ჰორმონსაც უწოდებენ. იგი აქტიურად არის ჩართული ძვალ-სახსროვანი, ნერვულ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული, მხედველობისა და სხვა ორგანოთა სისტემის გამართულ ფუნქციობაში. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია ასევე, რომ D ვიტამინი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას და დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, მოქმედებს რა იმუნური სისტემის პრაქტიკულად ყველა რგოლზე. საპრევენციო დოზად მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების მხრიდან მიჩნეულია D ვიტამინის 400 სე. გამოკვლეული პაციენტების ძალიან მაღალ მაჩვენებელს აღენიშნებათ ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის დეფიციტი, ამიტომ თუ საკვებიდან ან მზის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით ვერ ხდება მისი ბალანსის აღდგენა, შესაძლოა მისი საპრევენციო მიზნით გამოყენება. რაც შეეხება სამკურნალო დოზებს: აუცილებლად უნდა განისაზღვროს ორგანიზმში 25(OH)D -ს დონე, რის შემდეგაც მიღებული მაჩვენებელი იძლევა საშუალებას, მოვახდინოთ ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობაზე მორგებული დოზირების განსაზღვრა. მოხარული ვარ, რომ ჩემს პაციენტებს შემიძლია ვურჩიო ბრენდი „ვიტაფეროლი“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი თითოეული წვეთი შეიცავს D ვიტამინის რეკომენდებულ საპრევენციო დოზას – 400 სე, რაც გვაძლევს დოზის კორექციის და ინდივიდუალური განსაზღვრის შესაძლებლობას. როგორც ენდოკრინოლოგმა, რომელსაც ბევრი „ტკბილი პაციენტი“ ჰყავს (შაქარიანი დიაბეტის მქონე), ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ „ვიტაფეროლი“ არ შეიცავს შაქარს და/ან სხვა ისეთ დანამატებს, რომლეთა მიღებაც არ არის რეკომენდებული დიაბეტის დროს.

წყარო: http://beautymagazine.ge