Plasmon
ყველაფერი ხველის შესახებ

თარიღი: 11 სექტემბერი, 2016

სასუნთქი ორგანოები
ჩვენი სასუნთქი ორგანოები მოიცავს ცხვირს, პირის ღრუს, სასულეს, ბრონქებსა და ფილტვებს. ჩასუნთქვისას ჰაერი სწორედ ამ გზებს გაივლის. ცხვირში ჰაერი თბება და ხდება ნოტიო, ცხვირის ლორწოვან გარსში არსებული წამწამები უზრუნველყოფენ ჰაერის გაწმენდას. პირით სუნთქვისას, ჰაერი გასუფთავებისა და დანოტივების გარეშე აღწევს სასულეში. ამიტომ, უმჯობესია ყოველთვის ისუნთქოთ ცხვირით.
ჰაერი სასულედან გადადის ბრონქებში. სასულე და ბრონქები დაფარულია უთვალავი მოციმციმე ეპითელიუმის წამწამებით, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ პირის ღრუს მიმართულებით. ეს ემსახურება მცირე ზომის უცხო სხეულებისა და ლორწოს განდევნას.
ბრონქები არის გზა სასულედან ფილტვებამდე. ტრაქეას ბოლოს, ბრონქები იყოფა და ფორმირდება მრავალრიცხვოვანი, ხის მსგავსი ტოტების მქონე ბრონქიოლები, რომლებიც გადადის ალვეოლებში. ფილტვები შეიცავს 300 მილიონზე მეტ პაწაწინა ალვეოლურ პარკებს, რომლებიც წარმოდგენილია მცირე კალიბრის სისხლძარღვოვანი ქსელით და ნერვული დაბოლოებებით. ეს არის ის ადგილი, სადაც ხდება ჰაერში არსებული ჟანგბადისა და ორგანიზმში გამომუშვაბეული ნახშიროჟანგის გაცვლა.

ხველა - გამომწვევები
ხველის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის ვირუსული ინფექცია. როდესაც იმუნური სისტემა მწყობრშია, ის, როგორც წესი გვიცავს პათოგენური მიკრობებისა და ვირუსებისგან. გაციების სეზონის დროს, შესაძლებელია იმუნური სისტემა დასუსტდეს. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ან ჩვენს შვილებს კონტაქტი ექნებათ გაციებულ ადამიანთან — მაგალითად სამსახურში, საბავშვო ბაღში ან სკოლაში — ვირუსები ადვილად მოხვდებიან სასუნთქ გზებში. ისინი დაასნებოვნებენ ჯანმრთელ უჯრედებს, გამრავლდებიან და დაიწყება დაავადების გამოვლინება.

მშრალი ხველა
მშრალი ხველის დროს, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გაღიზიანებულია. ამ დროს, ნებისმიერმა გამაღიზიანებელმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ხველა ან ხველის შეტევა. ძირითადად, ასეთი მდგომარეობა ვლინდება ღამით, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს გვიფრთხობს ძილს.

ხველა
ხშირად ხველა წარმოადგენს ვირუსული ინფექციის სიმპტომს, მაგრამ ის შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული. 

სველი ხველა
სველი ანუ პროდუქტიული ხველის დროს ლორწოს წარმოქმნა იზრდება, რაც ვლინდება ჭარბი ნახველის გამოყოფით. თუ ხველას არ მოყვება სასუნთქი გზების გათავისუფლება ნახველისგან, ის შეიძლება ნოყიერი ნიადაგი გახდეს პათოგენური მიკრობების გამრავლებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამოხველების პროცესის ხელშეწყობა.

ხველის ტესტი
მშრალი ხველა? წებოვანი ნახველი? შეიტყვეთ რა ტიპის ხველისგან იტანჯებით და განახორციელეთ სწორი მოქმედება მის წინააღმდეგ. გაიარეთ ხველის ტესტი.

ქრონიკული თუ მწვავე ხველა?
ჩვენ შეგვიძლია მწვავე და ქრონიკული ხველის დიფერენცირება. მწვავე ხველა გრძელდება არა უმეტეს რვა კვირისა, როგორც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, ხოლო ხველა ითვლება ქრონიკულად, როდესაც ის გრძელდება, მინიმუმ 3 თვე, ორი ერთმანეთის მომდევნო წლის განმავლობაში.

ხველა - მკურნალობა
ხველა ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის თვითმკურნალობა მარტივადაა შესაძლებელი აფთიაქში შეძენილი არა-რეცეპტორული მედიკამენტების გამოყენებით — იმ პირობით, თუ ხველას არ ახლავს შემდეგი სიმპტომები: მაღალი სიცხე, გაძნელებული ან მტკივნეული სუნთქვა, ჩირქოვანი ნახველი.
თვითმკურნალობის მიზნით, ხელმისაწვდომია როგორც მცენარეული ისე ქიმიური შემადგენლობის მედიკამენტები. მაშინ, როცა საქმე ეხება ბავშვებს, ჯობია არჩევანი გააკეთოთ უსაფრთხო, ეფექტურ და კარგი ამტანობით დაჯილდოვებულ პრეპარატზე. მცენარეული ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხასიათდებიან ზემოთ აღნიშნული თვისებებით. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, რეკომენდაციას უწევენ სუროს გამოყენებას.
სუროს ინგრედიენტები ათხელებენ ლორწოს, უზრუნველყოფენ ბრონქის კუნთების სპაზმის მოხსნას და ამცირებენ ხველას. სხვა ხველის საწინააღმდეგო პროდუქტებს, პროსპანისგან განსხვავებით, შეუძლიათ მხოლოდ ერთი ფუნქციის შესრულება — შეამცირონ ხველა ან გაათხიერონ ლორწო.