რატომ გვიშლის ხელს Overthinking-ი
დილიდან შევუტიოთ Overthinking-ს, ბოლო დროს ძალიან აქტუალურ ტერმინს და ვნახოთ რატომ გვიშლის ხელს :
ტვინის გადატვირთვა- როცა ერთი და იმავე საკითხს ასჯერ ატრიალებ, ფიქრობ ტვინი იღლება. დაღლილი ტვინი კი გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, ვერ კონცენტრირდება და პატარა რამეც დიდ პრობლემად ეჩვენება;
ქმნის შიშებს, რომლებიც რეალურად არ არსებობს - ოვერთინქინგი პრობლემას აზვიადებს და გვაძლევს უარეს სცენარებს, ეს ზრდის შფოთვას, რომელიც ხელს გვიშლის ;
გვაშორებს აწმყოს - ოვერთინქინგი ან წარსულში გითრევს („რატომ ვთქვი ასე?")ან მომავალში („რა იქნება თუ ჩავფლავდები?").ასე აწმყო საერთოდ ქრება ,ვერ ისვენებ, ვერ ტკბები, ვერ ამჩნევ კარგს;
აუარესებს თვითშეფასებას- როცა მუდმივად ფიქრობ, რომ რაღაც არასწორად შეიძლება გააკეთო, შენს თავზე უარყოფითად იწყებ ფიქრს, ხარ ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ;
ემოციურად გადაღლა- ზედმეტი ფიქრი ემოციურ ენერგიას გვამრთმევს, გაღიზიანებს და ხშირად განწყობას გაფუჭებს , თითქოს არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ თავს დაღლილად გრძნობ.