რატომ გვიჭირს სიახლოვე?
შეიძლება გიყვარს
შეიძლება ენდობი.
და მაინც, როცა ძალიან ახლოს მოდის — იკეტები. გინდა მასთან ყოფნა, მაგრამ პარალელურად იწყება შფოთვა, გაღიზიანება, დისტანცირება… და მერე — თავს დამნაშავედ გრძნობ.
ეს ე.წ. ემოციური მიუწვდომლობა შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს გამოწვეული:
წარსული გამოცდილებები ურთიერთობებში,
ემოციური კავშირის დეფიციტი მშობლებთან,
ზღვრის დაკარგვის შიში: „თუ მივუშვი, შეიძლება თავი დავკარგო"
ან ღრმა რწმენა, რომ სიახლოვეს ყოველთვის ტკივილი მოსდევს.
ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ შეგიძლია.
ეს ნიშნავს, რომ შენს ქვეცნობიერს, შენს დასაცავად იმდენად მყარად აქვს აშენებული კედელი, რომ სიყვარულიც ვერ ანგრევს.
ასეთ დროს, ფსიქოთერაპია გეხმარება:
დაარქვა სახელი იმ შინაგან ბლოკებს, რაც გარშემომყოფებისთვის ხშირად ცივი ან დისტანციური ქცევაა,
ნელ-ნელა დაიბრუნო უფლება, იყო ერთდროულად დაცული და ახლობელი,
უსაფრთხოდ გამოიკვლიო, რას ნიშნავს ინტიმურობა შენს წესებში — არა სხვის მოლოდინებში.
დისტანცია ყოველთვის დაცვა არ არის.
ხანდახან ის არის დაუსრულებელი ლოდინი.
ფსიქოთერაპიაზე ჩასაწერად დამირეკე: +995 595 751122 (შეგიძლია დამიკავშირდე, როგორც Viber_ით, ასევე Whatsapp_ის მეშვეობით).