Nuk
როცა ვბრაზდები მაგრამ ვერ ვხსნი რატომ...

ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს. შეიძლება ემოციამ ვერ მოასწრო სიტყვებად ჩამოყალიბება, მაგრამ სხეულმა უკვე დაიწყო რეაგირება.

 

ბრაზი ხშირად პასუხია:

დაგროვილ დაღლილობაზე

საკუთარ თავზე უარის თქმაზე

საჭიროებებზე, რომლებიც ისევ ვერ დააკმაყოფილე

ჩუმად ჩაყლაპულ წყენებზე, რომელთაც ადგილი ვერ მიეცი.

 

ბრაზი ხშირად სხვა გრძნობების დამცავი კედელია.

მის უკან შეიძლება იდგეს შფოთვა, დანაკარგი, ფრუსტრაცია ან მარტოსულობა.

 

რა შეგიძლია გააკეთო ასეთ დროს?

დაუსვი საკუთარ თავს კითხვა:

„სად დავთმე ჩემი თავი ამ ბოლო დროს?"

ვის აყენებ წინ? ვისთვის ზრუნავ ზედმეტად, შენთვის კი აღარ გრჩება დრო და ზოგადად რესურსი?

როცა იგრძნობ ბრაზს, შეეცადე გასცე პასუხი შემდეგ შეკითხვას:

„რას იცავს ეს ბრაზი ჩემში?"

იქნებ ამბობს: „მიყვარს, მაგრამ ზედმეტია"

ან ჩურჩულებს: „მაპატიე, რომ ასე დავიღალე"

 

ნუ გააჩუმებ ბრაზს მხოლოდ იმიტომ, რომ უსიამოვნოა.

ის შენი შიგნიდან წამოსული სიგნალია — არაჩვეულებრივი გზამკვლევი იმ მიმართულებით, სადაც შენი თავი ჯერ ისევ ელოდება ხმას.

 

და თუ გრძნობ, რომ ამ ხმას ჯერაც ვერ უგებ — შეგიძლია ჩაეწერო კონსულტაციაზე: 595 751122

 

სწორად დასმული კითხვები და თანადგომა — ზოგჯერ ზუსტად ის არის, რაც გვაკლდა, როცა ბრაზი გვიტევს