როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბავშვის პოტენციალის რეალიზებას
გვახსოვდეს ბავშვების პოტენციალი უსაზღვროა, თუმცა, იმისთვის, რომ მათ თავიანთი შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ, ჩვენი მშობლების, მასწავლებლებისა და საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო.
როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ბავშვის პოტენციალის რეალიზებას?
შევთავაზოთ მრავალფეროვანი აქტივობები - მივცეთ საშუალება გამოსცადონ თავი სხვადასხვა სფეროში ხელოვნებაში, სპორტში, მეცნიერებაში, მუსიკაში. ეს დაეხმარებათ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები და ნიჭი;
წავახალისოთ შრომისმოყვარეობა და დაჟინება - ვასწავლოთ, რომ წარმატება არ არის მხოლოდ ნიჭის დამსახურება, არამედ ძალისხმევისა და მონდომების შედეგი. მნიშვნელოვანია შევაქოთ არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესი და გაწეული შრომა;
მივცეთ შეცდომის დაშვების უფლება- დავეხმაროთ გააცნობიერონ, რომ შეცდომები სწავლისა და ზრდის განუყოფელი ნაწილია. შეცდომებზე სწავლა აძლიერებს ხასიათს და უნარებს;
შევუქმნათ მხარდამჭერი გარემო - გამოვხატოთ რწმენა მათი შესაძლებლობებისადმი, ვიყოთ მათი გულშემატკივარი და დავეხმაროთ სირთულეების გადალახვაში.
ნუ დაველოდებით, სანამ პოტენციალი თავისთავად გამოვლინდება. დავეხმაროთ ბავშვებს, დღესვე გადადგან პირველი ნაბიჯები და აქციონ თავიანთი ოცნებები რეალობად. მცირე ძალისხმევაც კი მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს!