Nuk
როგორ ვეცადოთ და შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა

ჩემს შვილს კითხვა არ უყვარს 

 

ბევრი მშობლის წუხილია ეს, მათ შორის ჩემიც. საბედნიეროდ, ბავშვობაში კითხვისადმი დაბალი ინტერესი არ ნიშნავს, რომ ზრდასრულ ასაკშიც იგივე გაგრძელდება.

 

ახლა კი გიზიარებთ რეკომენდაციებს — როგორ ვეცადოთ და შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა 

 

შეარჩიეთ წიგნები მათი ინტერესის მიხედვით - ბავშვს მანქანები უყვარს? აჩუქეთ წიგნი მანქანებზე; ინტერესდება ცხოველებით წაუკითხეთ ზღაპრები ან ენციკლოპედიები ცხოველებზე.

 

ინტერესი ზრდის ჩართულობას;
წაიკითხეთ ერთად  ხმამაღლა და ემოციით - კითხვა გახადეთ განსაკუთრებული დრო, მაგალითად, ძილის წინ.ხმით თამაში, პერსონაჟების ინტონაცია და მიმიკა წიგნს აცოცხლებს და უფრო მიმზიდველს ხდის;

 

მიეცით უფლება თვითონ აირჩიოს წიგნი-

შეაქმნეთ პატარა ბიბლიოთეკა სახლში, სადაც თავად დაალაგებს წიგნებს , არჩევანის თავისუფლება ინტერესს ამაღლებს;

 

გააკეთეთ კითხვა თამაშად - წაკითხულის შემდეგ დახატონ პერსონაჟები, ითამაშეთ კითხვა-პასუხი, მოაწყეთ მცირე დრამატიზაციები — ეს ყველაფერი კითხვის პროცესს სახალისოს ხდის;

 

იყავით კარგი მაგალითი - თუ მშობელი ან მასწავლებელი კითხულობს და ეს ბავშვს ხედავს, უფრო მარტივად მიბაძავს.

ბავშვები დიდად ბაძავენ უფროსებს — „შენ რომ კითხულობ, მეც მინდა"; 

 

არ დააძალოთ - მნიშვნელოვანია არა წაკითხული გვერდების რაოდენობა, არამედ ის სიამოვნება, რაც ბავშვმა კითხვიდან მიიღო. სჯობს რამდენიმე გვერდი წაიკითხოს სიხარულით, ვიდრე ბევრი  ძალდატანებით.