Nuk
რატომ გვხვდებიან ცხოვრებაში "ტოქსიკური" ადამიანები?

თუ თქვენს ცხოვრებაში ერთნაირად „ტოქსიკური" ადამიანები გხვდებათ, ეს დამთხვევა არ არის.

 

აი, რას ცდილობს სამყარო გითხრათ:

„ხშირად ერთი და იგივე გაკვეთილი სხვადასხვა სახით გვევლინება - სანამ მის დანახვას არ ვისწავლით".

 

შეგიმჩნევიათ, როგორ შემოდის ჩვენს ცხოვრებაში ზოგიერთი ადამიანი თითქოს განზრახ აფუჭებს ან გიფუჭებს რაღაცას, რათა გამოსცადონ მოთმინება? 

მაგ:

სამსახურში კოლეგა, რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა. 

ნათესავი, რომლის ხმაც გაღიზიანებს. 

პარტნიორი, რომელთანაც ჩხუბის გარეშე  შეუძლებელია რამე შათანხმო. 

ჩვენ მათ „ტოქსიკურს", „ენერგოვამპირებს", „პრობლემურს"... ვუწოდებთ და ვცდილობთ, თავი შორს დავიჭიროთ. მაგრამ რა მოხდება, თუ დავუშვებთ, რომ ისინი ჩვენთვის მოდიან? რა მოხდება, თუ მათი გამოჩენა ან არსებობა ჩვენს ცხოვრებაში ან კონკრეტულ მომენტში სასჯელი კი არა, კეთილგანწყობაა?

 

ანუ ისინი არის ჩვენი ანარეკლი სარკეში, რომლის დანახვაც „ჯიუტად" არ გვინდა

 

ისინი არიან სულიერი ზრდის საუკეთესო მასწავლებლები. 

 

როდესაც ნებაყოფილობით არ ვადგევართ სულიერ ევოლუციის გზას, ჩვენ რა მართლა გვგონია ვინმე დაჯდება და ცხოვრების ინსტრუქციას ან გაკვეთილს ლექციების სახით წაგვიკითხვას?

ნურას უკაცრავად! 

 

მეტწილად, ცხოვრების გაკვეთილებს ადამიანების სახით გავდივართ, ცოცხლად, პირდაპირ პრაქტიკაში, თეორიის გარშე. ხშირად მწარედ, უსაშვეოდ მწარედაც...

 

სწორედ ისეთი ადამიანები რომლებიც გვაბრაზებენ, „მწყობრიდან გამოვყავართ", რომლებიც გვაიძულებენ დასრტყმელად მუშტის შეკვრას, გვაკარგვინებენ სიმშვიდეს ან უმწეობის, უსუსრობის გრძნობაში გადავყავართ. დიახ, დიახ ისინი ჩვენი ცხოვრების პრაქტიკის სულიერი მასწავლებელები არიან.

 

ფსიქოლოგები და სულიერი პრაქტიკოსები ერთ რამეში ვთანხმდებით: 

თუ ადამიანი თქვენში ძლიერ ემოციას იწვევს,  მათში არ არის საქმე, თქვენშია!

ისინი მხოლოდ სარკეში ანარეკლს წარმოადგენენ. და  ასახავენ იმას, რისი მიღებისთვისაც ჯერ არ ხართ მზად საკუთარ თავში.

 

მოდი ვიკითხავ:

 

გაღიზიანებთ თუ არა ვინმეში ამპარტავნება? 

თუ ასეა, შესაძლოა, ეს მიანიშნებდეს - არაცნობიერად თქვენში იმალეობიდეს თქვენი , როგორც ინდივიდის მნიშვნელოვნების ჩახშობილი სურვილი. არაცნობიერად, ისწრაფვით რომ იყოთ მნიშივნელოვანი მაგრამ ამის უფლებას არ ძლევთ თავს ან არ იცით ეს როგორ მოახერხოთ.

 

გაღიზიანებთ თუ არა რომ სულ მსხვერპლის როლში ხართ. სულ თქვენზე ძალადობენ, სულ შენ გერჩიან, სულ შენ ხარ დამანშავე

დაფიქრდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: თქვენს ცხოვრებაში სად თამაშობთ მოწამის როლს და ვერ აცნობიერებთ ან აცნობიერებთ და არაფერს ცვლით?

 

გაბრაზებთ თუ არა ვინმეს გამოხატული აგრესია? ჰკითხეთ თავს: რაშია და სად არის შინაგანად თქვენში ის ფარული რისხვა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ/არ გამოხატავთ?

სანამ ამ კავშირებს არ გააცნობიერებთ, ტოქსიკური ადამიანები ისევ და ისევ მოვლენ. რადგან სამყაროს არსად არ ეჩქარება, ის მოთმინებით გელოდებათ როდის ჩააბარებთ ამა თუ იმ კონკრეტულ გამოცდას მისგან (შენგან გამოწერილ-სულის კონრაქტით) გამოგზავნილ ადამიანთან. ის რუდუნებით, წლიდან წალამდე, ციკლურად გაიმეორებს (საკითხს გააჩნია) გაკვეთილს მანამ, სანამ არ ისწავლით.

 

რატომ „ვიზიდავთ" ტოქსიკურ ადამიანებს?

 

რეზონანსის კანონი ამბობს: მსგავსი იზიდავს მსგავსს. თუ გარკვეული თვისებების მქონე ადამიანები გამუდმებით ჩნდებიან გაშემო, ეს ნიშნავს, რომ თქვენში არის რაღაც, რაც მათთან რეზონანსს იწვევს. თქვენ განიცდით ამ და მათ საჭიროებას.

 

ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ თქვენც „იგივე" ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პიროვნების არაცნობიერი ასპექტები - ტკივილი, შიში ან ჩახშობილი ნაწილი მაგნიტივით იზიდავს ამ ადამიანებს რათა შეძლოთ დანახვა და გასუფთავება/განთავისფლება.

მაგალითად:

თუ მუდმივად გაკრიტიკებენ, შესაძლოა, საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად იყოთ.

თუ სულ გიყენებენ, შესაძლოა გინდათ კიდეც, მაგრამ სად და ვისთან ვერ ამბობთ „არას"?

თუ თქვენს მიმართ იჩენენ უყურადღებობას, აბუჩად გიგდებენ ან მსგავსი, ხომ არ უგულებელყოფთ თქვენს ნამდვილ სურვილებს, ან აბუჩად რა დროს ექცევით ან თქვენში რა ნაწილს არ იღებთ და ექცევით მსგავად??

ეს ადამიანები არ მოდიან იმისთვის რომ ცხოვრება „გაგიმწარონ". ისინი მოდიან იმისთვის, რომ გაჩვენონ ის, რასაც ვერ/არ ხედავთ/ხვდებით/აცნობიერებთ.

 

როგორ გარდავქნათ და ვაქციოთ გაღიზიანება ცნობიერებად?

შემდეგ ჯერზე, როდესაც ვინმე ემოციების ქარიშხალს გამოიწვევს თქვენში, შეეცადეთ არ გაიქცეთ, არამედ აღიაროთ ფაქტი და შეიცნოთ, დააკვირდეთ, შეისწავლოთ.

 

პირადად, როგორ გამომივიდა და როგორ ვაკეთებ ამას დღეს ავტომატურად:

 

ნაბიჯი 1: პაუზა რეაგირებამდე

ღრმად ჩავისუნთქავ და ვეკითხები თავს:

„ამ ადამიანში რომელი თვისება მაწუხებს ყველაზე მეტად?"

აუცილებლად ვარქმევ სახელს. თქვენ ჩაიწერეთ.

 

ნაბიჯი 2: კვლევა/ ანალიზი

ვუსვამ თავს ორი კითხვა:

„როდის მოვქცეულვარ ასე?" (მაშინაც კი, თუ გარეგნულად ასე არ ჩანდა და ვერ ვაცნობიერებდი.)

„რატომ მაწუხებს ეს ასე ძალიან?" (ხშირად ამის უკან შიში ან ჩახშობილი ტკივილი იმალება.) აღმოვაჩენ მათ და ვმუშაობ მათთან.

 

ნაბიჯი 3: მადლიერება

ჩემს გონებაში მადლობას ვუხდი ამ ადამიანს:

„მადლობა, რომ დამეხმარე იმის დანახვაში, კონკრეტულად თუ რა საჭიროებდა განკურნებას."

 

აქვე ავღნიშნავ, რომ ეს არ ნიშნავს მისი ქმედებების გამართლებას. 

ეს ნიშნავს, ამ გაკვეთილიდან ჩემთვის ფასეული გაცნობიერებების მიღებას და გაზრდას.

 

რა ხდება, როდესაც გაკვეთილს სწავლობთ?

დაიწყება საოცრებები თქვენს ცხოვრებაში: 

ძველი გამღიზიანებლები კარგავენ თქვენზე ძალაუფლებას. ისინი, ვინც ადრე გაღიზიანებდნენ, აღარ გამოიწვევენ იმავე რეაქციას. იმიტომ, რომ უკვე ისწავლეთ ის, რის სასწავლებლადაც მოვიდნენ.

 

და თუ გაკვეთილი არ არის ნასწავლი? 

სამყარო ისევ გამოგიგზავნით მას. სხვა გარემოში, სხვა მსახიობის მონაწილეობით - მაგრამ არსი იგივე დარჩება.

 

ახლა კი

არჩევანი თქვენზეა.

შეგიძლიათ გააგრძელოთ „ტოქსიკური" ადამიანების დადანაშაულება, ბედზე წუწუნი და ხელის გაშვერა, დადანაშაულება და ელოდოთ მათ საბოლოო გაქრობას თქვენი ცხოვრებიდან (ის წავა, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა...).

 

ან შეგიძლიათ სარკეში ჩაიხედოთ გაბედულად.

... და  აღმოჩნდება, რომ ყველაზე ტოქსიკური ადამიანები თქვენი საუკეთესო მასწავლებლები არიან.