Plasmon
აივ სტატისტიკა
აივ სტატისტიკა


თარიღი: 22/09/2021

მიმდინარე წლის 20 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 20 სექტემბრის  მონაცემებით დაფიქსირებულია – 391 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 405 ახალი შემთხვევა.

სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9023 აივ ინფიცირებული პირი. მათ შრის 6741 – მამაკაცია, 2282 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4441 პაციენტს განუვითარდა, 1879 გარდაიცვალა.

20 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5662 (5042 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (34 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.3 %   (3185) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  50.0 %  (4516) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  12.4 %  (1118) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (113) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (41) - სისხლის რეციპიენტია;  0.5 %   (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3383 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1215; შემდეგ იმერეთში 1084; აჭარაში 1031; აფხაზეთში (535); კახეთში (452) ქვემო ქართლში (516); შიდა ქართლში (339); გურიაში (191); სამცხე-ჯავახეთში (124) და ა.შ. 

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668;  2020 წელს – 530;

2021 წელს გარდაიცვალა 86  აივ ინფიცირებული.  2020 წ - 157, 2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017  წ. - 127, 2016 წ. - 168,  2015 წ. - 94, 2014  წ. - 84 პირი. 2021 წელს 86 გარდაცვლილთაგან: 71 მამაკაცია და ) 15 ქალი. 

სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 72 - ვაჟი, 48 - გოგონა.  30  გარდაიცვალა.   3  გავიდა ქვეყნიდან; 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას ჩაიტარონ აივ ტესტირება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბინადრობის მქონე პირებისთვის უფასოა.

შიდსის ცენტრის ცხელი ხაზია: 239-80-18.