აივ სტატისტიკა საქართველოში
აივ ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა
თარიღი: 12/09/2018
აივ ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.
მიმდინარე წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7220 აივ ინფიცირებული პირი.
ინფიცირებულთა 5401 მამაკაცია და 1819 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3786 პაციენტს განუვითარდა. მათ შორის 1477 გარდაიცვალა.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.6 % (2924) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.9 % (3305) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 10.9 % (781) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (101) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2630 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 919 (აქედან ზუგდიდი - 605); შემდეგ იმერეთში 898 (ქუთაისი 436); აჭარაში 814 (ბათუმი – 512); აფხაზეთში (455); კახეთში (350) ქვემო ქართლში (375); შიდა ქართლში (271); გურიაში (153); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (100) და ა.შ.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს - 351; 2009 წელს - 385; 2010 წელს - 455, 2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490;
2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631.
2018 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 458 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 433 ახალი შემთხვევა.
2018 წელს გარდაიცვალა 97 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127.
2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი, 2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116.
2018 წელს გარდაცვლილთაგან: 77 მამაკაცია 20 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 ვაჟი და 40 გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ ტესტირება და მკურნალობა უფასოა. მოქალაქეების კონსულტაცია კონფიდენციალური. საქართველოს შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია 239-80-18