ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული
თარიღი: 14/11/2017
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული
პრესკონფერენციას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები, და დარგის ექსპერტები.
2017 წელს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული ფოკუსირებულია სამედიცინო პერსონალის კრიტიკულ როლზე სამედიცინო მომსახურების სფეროში, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საშუალებით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შემცირებაზე.
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არასასურველი გართულებაა სამედიცინო მომსახურების დროს და მათი უმრავლესობა გამოწვეულია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული პათოგენებით. ეფექტური ინფექციების პრევენცია და კონტროლი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უნარჩუნებს ანტიბიოტიკებს ძალას.
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო პერსონალის და პოლიტიკოსების ცოდნის დონის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესახებ. კვირეულის დევიზი „გამოიყენეთ ანტიბიოტიკები ფრთხილად“ მოიცავს ყოვლისშემცველ განცხადებას, ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნების შესახებ.
ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული 2015 წლიდან აღინიშნება და ლოგიკურად აგრძელებს ევროკავშირის ინიციატივას ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღის შესახებ, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანოზაციის ევროპის რეგიონის ოფისი შეუერთდა 2012 წელს და შემდგომ განავრცო არაევროკაშირში შემავალ ქვეყნებში.
საქართველო უერთდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანოზაციის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოწოდებას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი მოქმედებების შესახებ და მოუწოდებს სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობის ფართო ფენებს მონაწილეობა მიიღოს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულში. რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ გააჩნია საზღვრები, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შეუერთდეთ მსოფლიო საზოგადოებას ანტიბიოტიკების გონივრული გამოყენების პროპაგანდაში.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების შეკავებისა და მსოფლიო გამოწვევების კვალდაკვალ საქართველოში:
- შემუშავდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგია;
- სამედიცინო სტციონარულ დაწესებულებებში მიმდინარეობს ინფექციების კონტროლის სისტემისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მართვის პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი;
- საავადმყოფოებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში ინერგება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპები;
- შემუშავდა სისხლის ნაკადის ინფექციებზე ზედამხედველობის პროტოკოლი;
- შემუშავების პროცესშია ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ახალი გაიდლაინი;
- ლუგარის სახ. ლაბორატორიაში დაინერგა C. difficile-სთან ასოცირებული ინფექციების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები;
- შეიქმნა ანტიმირობული რეზისტენტობის კვლევის ლაბორატორიული ქსელი, რომლის ლაბორატორიებშიც ინერგება ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის სტანდარტები (EUCAST);
- შემუშავდა დიპლომისშემდგომი სწავლების კურსი „ინფექციების პრევენცია და კონტროლი“;
- საქართველო ჩაერთო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის გლობალურ სისტემაში (GLASS).
ინფექციების პრევენცია თავიდან აგვაცილებს ანტიბიოტიკით მკურნალობას.
პრეკონფერენცია გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში
#AntibioticResistance
ვებ გვერდი: www.ncdc.ge
ფეისბუქი: https://www.facebook.com/ncdcgeorgia/
მისამართი: საქართველო, თბილისი, მ. ასათიანის 9
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 6431