ინფექციების პრევენცია თავიდან აგვაცილებს ანტიბიოტიკით მკურნალობას
ინფექციების პრევენცია და კონტროლი
თარიღი: 13/11/2017
ინფექციების პრევენცია თავიდან აგვაცილებს ანტიბიოტიკით მკურნალობას
NATIONAL CENTER FOR DISEASE CONTROL & PUBLIC HEALTH, GEORGIA (NCDC & PH)·MONDAY, NOVEMBER 13, 2017
რეკომენდაციები
ინფექციების პრევენცია და კონტროლი
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა სწრაფად ვრცელდება, როგორც ანტიბიოტიკების არასწორი და არარაციონალური გამოყენებით, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ცუდი ორგანიზებით.
მოსახლეობა
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების პრევენციისა და კონტროლისათვის
· მიიღეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკები;
· არასდროს არ მოითხოვოთ ანტიბიოტიკები, თუ ექიმი გეუბნებათ, რომ ისინი თქვენ არ გჭირდებათ;
· ანტიბიოტიკების მიღებისას გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები;
· არასდროს არ გაუზიაროთ სხვებს ანტიბიოტიკები;
· ინფექციების პრევენციის მიზნით რეგულარულად დაიბანეთ ხელები, ჰიგიენის წესების დაცვით მოამზადეთ საკვები, მოერიდეთ ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს, დაიცავით უსაფრთხო სექსი და დროულად ჩაიტარეთ ვაქცინაცია;
· საკვების ჰიგიენურად მომზადებისას დაიცვით უსაფრთხო საკვების ხუთი პრინციპი (შეინახეთ სუფთად, ცალ-ცალკე შეინახეთ უმი და მზა საკვები, საფუძვლიანად მოამზადეთ, შეინახეთ უსაფრთხო ტემპერარურაზე, გამოიყენეთ უსაფრთხო წყალი და ნედლეული) და შეარჩიეთ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც წარმოებულია ისეთი ჯანმრთელი ცხოველებისგან, რომელთაც ზრდის სტიმულირების ან დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით არ მიუღიათ ანტიბიოტიკები.
ჩვენი აქტივობები
მას-მედიის (სატელევიზიო და რადიო გადაცემები) და სოც-ქსელების საშუალებით მოსახლეობას რეგულარულად მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
1. რეკომენდაციები ანტიბიოტიკების მოხმარების შესახებ;
2. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა;
3. პირადი ჰიგიენა;
4. ხელების ჰიგიენა;
5. უსაფრთხო კვება;
6. ვაქცინაცია.
პოლიტიკოსები
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების პრევენციისა და კონტროლისათვის
· მხარი დაუჭირეთ ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ძლიერ ეროვნულ სამოქმედო გეგმას;
· გააუმჯობესეთ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების ზედამხედველობა;
· გააძლიერეთ ინფექციების პრევენციისა და კონტროლის პოლიტიკა, პროგრამები და მათი დანერგვა;
· ხელი შეუწყეთ ხარისხიანი მედიკამენტების გამოყენებისა და განადგურების რეგულირებას;
· უზრუნველყავით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავლენის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
საქართველოს პოლიტიკოსების მიერ არის მხარდაჭერა და თანადგომა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტაში.
სამედიცინო პერსონალი
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელების პრევენციისა და კონტროლისათვის
· ინფექციების პრევენციის მიზნით დაიცავით ხელების, ინსტრუმენტებისა და გარემოს ჰიგიენა;
· დანიშნეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ საჭიროებისამებრ, მოქმედი გაიდლაინების მიხედვით;
· მიაწოდეთ ინფორმაცია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციის შესახებ ზედამხედველობის ჯგუფს;
· ესაუბრეთ თქვენს პაციენტებს ანტიბიოტიკების სწორად მიღების, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის და იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც იწვევს ანტიბიოტიკების არსწორად მიღება;
· ესაუბრეთ თქვენს პაციენტებს ინფექციების პრევენციის შესახებ (მაგალითად, ვაქცინაცია, ხელენის დაბანა, უსაფრთხო სექსი, ცემინებისას ცხვირ-პირზე ცხვირსახოცის მიფარება).
ჩვენი აქტივობები
· სამედიცინო სტციონარულ დაწესებულებებში მიმდინარეობს ინფექციების კონტროლის სისტემისა და ანტიმიკრობული პრეპარატების მართვის პოლიტიკის შეფასება და მონიტორინგი
· შემუშავების პროცესშია ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ახალი გაიდლაინი;
· საავადმყოფოებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში ინერგება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპები;
· შემუშავდა სისხლის ნაკადის ინფექციებზე ზედამხედველობის პროტოკოლი;
· შემუშავდა დიპლომისშემდგომი სწავლების კურსი „ინფექციების პრევენცია და კონტროლი“;
· საქართველო ჩაერთო ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის გლობალურ სისტემაში (GLASS)