არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი
2018 წლის 10 მაისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა კონფერენცია
თარიღი: 10/05/2018
არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი
კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
2018 წელს საქართველო კვლავ უერთდება „მაისის გაზომვების თვეს“, რომელიც ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ 2017 წელს იყო ინიცირებულ მსოფლიოში და წარმოადგენს გლობალური აქციას - არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო ინიციატივას“. აღნიშნული კონფერენცია ჰიპერტენზიის თვის განმავლობაში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიებაა.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა მოხსენებები არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის,კლინიკური მიმდინარეობის, მართვის ხარვეზენისა და შესაძლებლობების, მონიტორინგის აუცილებლობის,მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და მისი ზრდის შესაძლებლობებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. მომატებულ არტერიულ წნევას ყოველწლიურად 7,5 მილიონი სიკვდილი(გლობალური სიკვდილობის 12,8%) უკავშირდება. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, მომატებულიარტერიული წნევის გავრცელების მაჩვენებლი 40%-ს აღწევს.
ჰიპერტენზიის პრევალენტობისა და ინციდენტობის მაჩვენებელი რუტინული სტატისტიკის მონაცემებით საქართველოში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, გარკვეულად ეს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობითა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში, მიმართვიანობის მომატებით აიხსნება. საქართველოში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ზოგად სტრუქტურაში ჰიპერტენზიული ავადმყოფობის წილი 60%-მდეა.
STEPS კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 24.5%-ს არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა; ჰიპერტენზიის გავრცელება 37.7%-ია; ჰიპერტენზიის 83.6% არაკონტროლირებულია;ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას იტარებს არტერიული ჰიპერტენზიის (აჰ) დიაგნოზის მქონეთა 53.5%; მათ შორის, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმის მიერ დანიშნულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, 30%აღნიშნავდა, რომ მედიკამენტს იღებდა მხოლოდ წნევის ციფრების აწევისას, ხოლო 3.2% - როცა გაახსენდება.
ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე, რომელიც ინიცირებულია ჰიპერტენზიის მსოფლიოლიგის მიერ. იგი ძირითადად ორიენტირებულია საგანმანათლებლო აქტივობებზე - წნევის მასობრივი გასინჯვის აქციები,საინფორმაციო მასალის გავრცელება, სპორტულ ღონისძიებები და რაც ყველაზე აქტუალურია საინფორმაციო კამპანიებირადიო-ტელევიზიით, ბეჭდური მედიით, სოციალური ქსელების გამოყენებით. წელს ქვეყანამ გადაწყვიტა აღნიშნოს ჰიპერტენზიის თვე, რომელმაც სტარტი 7 მაისს აიღო. ჰიპერტენზიის თვის დევიზია „ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია; გაიზომე წნევა - იცოდე შენი წნევის ციფრები“.
ჰიპერტენზიის თვის განმავლობაში დაგეგმილია წნევის გაზომვის აქციები თბილისსა და რეგიონებში, გავრცელდება საინფორმაციო მასალები, განხორციელდება მედია-კამპანია.