აზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა
რამდენიმე მარტივი რჩევა, აზიური ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად
თარიღი: 16/10/2017
აზიურ ფაროსანას (Halyomorpha halys Stal ) ყავისფერი მარმარილოსებრი შეფერილობის გამო მარმარილოსებრ ბაღლინჯოსაც უწოდებენ.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, პენსილვანიის შტატში გამოჩნდა, თუმცა ოფიციალურად იდენტიფიცირებულია 2001 წლიდან. ამჟამად აზიური ფაროსანა გავრცელებულია 34 შტატში და სოფლის მეურნეობის სერიოზულ მავნებლად მიიჩნევა. 2010 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მავნებლით გამოწვეულმა ზიანმა 21 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ევროპაში მწერი პირველად 2008 წელს, შვეიცარიაში გამოჩნდა. 2014 წელს ის პირველად დაფიქსირდა რუსეთში - სოჭის ოლქში. 2015 წლიდან კი გავრცელდა აფხაზეთში (განსაკუთრებით სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში), ხოლო 2016 წლიდან მასობრივად დაიწყო გავრცელება დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებში.
აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი ზომის (12-17 მმ) მწერია. იკვებება მეცენარეეებით- სოფლის მეურნეობის, სატყეო და დეკორატიული კულტურებით. მწერს მასშტაბური ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსა და სოფლის მეურნეობისთვის. ფაროსანა სითბოს მოყვარული მწერია, მისთვის საჭირო ტემპერატურა 150-330C -ია, ხოლო განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა - 200-250C-ია.
აზიური ფაროსანა ბუნებრივი შერჩევის გამო ინსექტიციდების (მწერების საწინააღმდეგო საშუალება) მიმართ მაღალი მდგრადობით გამოირჩევა.
ზრდასრული აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. წლის ამ მონაკვეთში მათი ნახვა შესაძლებელია: შენობის გარეთ ან შიგნით, კარებზე, ფანჯრებზე, სხვა შემოსასვლელ ადგილებში, ჩამოცვენილ ფოთლებში და გარეთ არსებულ მცენერეებზე.
ზრდასრულ აზიურ ფაროსანას, ისევე როგორც სხვა მავნებლებს, საცხოვრებელში შეღწევა ნაპრალების და ბზარების მეშვეობით შეუძლიათ. ზრდასრული ბაღლინჯო შენობაში შეღწევის შემდგომ იბუდებს თითქმის ყველგან: წიგნის თაროებში, საწოლის და დივნის ქვედა მხარეს, კედლის ნაპრალებში, ფანჯრების და კარების ღრიჭოებში, სხვენში; მავნებელი არ იწვევს მათ სტრუქტურულ დაზიანებას და სახლში არ მრავლდება.
აზიური ფაროსანა არ კბენს ადამიანს და შინაურ ცხოველებს, არ გადააქვს რაიმე დაავადება და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს. თუმცა, შესაძლებელია, ზოგიერთ ადამიანს ჰქონდეს მაღალი მგრძობელობა სუნიანი ხოჭოს მიერ გამოყოფილი ალერგენების მიმართ.
აზიური ფაროსანას შენობებსა და დახურულ სივრცეებში მოსპობის ყველაზე უსაფრთხო საშუალება - მათი მექანიკური განადგურებაა!
შენობაში აზიური ფაროსანას განადგურების მიზნით ინსექტიციდების (მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალება) გამოყებისას დარწმუნდით, რომ შერჩეული პრეპარატის მოხმარება დასაშვებია შენობაში; მოქმედებს აზიურ ფაროსანაზე (მითითებულია, რომ მოქმედებს ბაღლინჯოზე) და დაიცავით მწარმოებლის მიერ მითითებული უსაფრთხოების წესები!
რამდენიმე მარტივი რჩევა, აზიური ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად:
გამოიყენეთ კარის ბადეები;
გაიტანეთ ყველანაირი მცენარე თქვენი საცხოვრებლიდან, რადგან მცენარეები განსაკუთრებულად იზიდავენ მავნებელს.
ეცადეთ დალუქოთ ყველა ბზარი, ნაპრალი და მავნებლის შემოსასვლელი ალტერნატიული ადგილები;
თუ თქვენ სახლს აქვს ბუხარი, დახურეთ მისი საკვამური;
ფაროსანას შენობიდან მოსაშორებლად, შესაძლებელია, მტვერსასრუტის გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მტვერსასრუტს ექნება არასასიამოვნო სუნი.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სატყუარა - ღამით, საპნიანი წყლით სავსე ჯამის თავზე, მოთავსეთ ნათურა.
აეროზოლის ტიპის ინსექტიციდების გამოყენებით შესაძლებელია ნაპრალებში და ბზარებში არსებული მავნებლების განადგურება. თუმცა, მსგავსი აეროზოლები არ უზრუნველყოფენ მწერისგან გრძელვადიან დაცვას.
დახურულ სივრცეებში ინსექტიციდების გამოყენებისას დარწმუნდით, რომ მათი გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა.
საქართველოში რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:
http://www.ncdc.ge/ka-GE/PublicInfo...
საქართველოში რეგისტრირებული ზოგიერთი სადეზინსექციო საშუალება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საცხოვრებელ/საზოგადოებრივ შენობებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
საშუალების დასახელება |
გამოყენების სფერო |
მწარმოებელი ქვეყანა |
რაფტორი-წყალზე დამზადებული აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ |
ტარაკნები(таракан) ბაღლინჯოები (Клопы) ბუზები (Мухи) |
თურქეთი |
K-Othrine SC 50 |
მფრინავი და მცოცავი მწერები |
საფრანგეთი |
BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER |
ყველა სახეობის მწერების საწინააღმდეგო აეროზოლი |
თურქეთი |
დიხლოფოსი ეკო |
ტარაკნები(таракан) ბაღლინჯოები (Клопы) მოსკიტები (москиты) კოღოები (Комары) ბუზი (Мух) |
რუსეთი |
Insecticida Mugal Forte |
ტარაკნები რწყილები ტილები ბაღლინჯოები ტკიპები |
ესპანეთი |
რეიდი ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ |
ტარაკნები ბაღლინჯოები რწყილები ჭიანჭველები ბუზები |
ნიდერლანდები |
დიხლოფოს „მრ ვოლტ“ უნივერსალური |
ბუზები, ტარაკნები, კოღოები, მოსკიტები, ჩრჩილის პეპლები, ბაღლინჯოები, რწყილები, ჭიანჭველები |
რუსეთი |