Plasmon
ბიზნეს ასოციაციასთან ვიდეკონფერენცია
ბიზნეს ასოციაციასთან ვიდეკონფერენცია


თარიღი: 07/05/2020

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ეკონომიკის გახსნის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს და ევროპის  ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

 

ბექა ფერაძემ საუბარში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნეს სექტორმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და გააკეთოს განაცხადი შემოწმებაზე.

 

იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და  ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზუსტად იყოს დაცული სამუშაო ადგილებზე, რომელიც განსაზღვრულია 01-149/ო ბრძანებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4845540?publication=0).

 

მთავრობის დადგენილებით, კომპანიების შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილტა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, კერძოდ, მუნიციპალური სამსახურები, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

 

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორის მონიტორინგის პროცესის ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.