Plasmon
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აქტიურად ხორციელდება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აქტიურად ხორციელდება


თარიღი: 13/01/2020

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აქტიურად ხორციელდება, პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ქვეყანამ 2015 წელს დაიწყო იყო და რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ პრიორიტეტად. ამ პროგრამის ფარგლებში დღემდე 64000-ზე მეტი ადამიანი იღებს სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობას, რომლის გარეშეც მათი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

აუდიტის დასკვნა, რომელიც 2018 წლის პერიოდს მოიცავს აქცენტს აკეთებს პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მარაგების მართვის ხარვეზებზე. ასეთი ტიპის პროექტებისთვის მედიკამენტების საჭირო რაოდენობის სწორად პროგნოზირება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამინისტრო მუდმივად მუშაობს მარაგების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე.

C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მედიკამენტების დაგეგმვის პროცესში პროგნოზული ცდომილება არ აღემატება 5%-.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განმარტა, რომ აუდიტის დასკვნაში საუბარია 2000- პაციენტის დოზაზე.

ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 პირს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ ყოველთვიურად, რომ პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა  С ჰეპატიტის პროგრამის აღიარებას საერთაშორისო დონეზე და მის მაღალ ეფექტურობას, რაც პაციენტების 98%- სრული განკურნების შესაძლებლობას იძლევა. 

საქართველომ 2019 წლის დასაწყისში მიიღო ევროპის ღვიძლის საზოგადოების ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყანა.

საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით პროგრამა ემ ეტაპზეც აქტიურად ხორციელდება ელიმინაციის მიზნების სრულად მისაღწევად. პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. ასევე ხელმისაწვდომია მკურნალობისთვის საჭირო უახლესი თაობის მედიკამენტებიც.