ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს მთელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობას, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია გილეადთან თანამშრომლობით 2015 წლის 21 აპრილს დაიწყო
თარიღი: 05/05/2017
ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს მთელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს. საქართველო სამედიცინო კორპორაცია „გილეადის“ ობიექტივში სწორედ ამ კუთხით მოხვდა. ვიდეო რგოლში, რომელიც სპეციალურად საქართველოზე, როგორც სამაგალითო ქვეყანაზე შეიქმნა, ნაჩვენებია რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი, და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ კომპანია გილეადის უახლესი თაობის მედიკამენტების მეშვეობით დაამარცხეს. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის ძვირადღრებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობას, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია გილეადთან თანამშრომლობით 2015 წლის 21 აპრილს დაიწყო. პროგრამაში ამ დრომდე 36 500-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, მათგან 29 000-მდე პაციენტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 97%-ია.