დიფერენცირებული პაკეტები საყოველთო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციართათვის
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
თარიღი: 16/03/2017
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მიზნობრივი ჯგუფის მედიკამენტური მკურნალობის სექტორის უზრუნველყოფის გამო სხვა ჯგუფებს საყოველთაო დაზღვევის შეთავაზებები უმცირდებათ.
კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 6 ჯგუფია გამოყოფილი: მიზნობრივი ჯგუფები, მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლების მქონე მოქალაქეები, 70 000 დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები, დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.
მიზნობრივი ჯგუფში შედის: 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოცილურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა რაოდენობა 1 700 000-მდეა. განხორციელებული რეფორმით ამ ჯგუფის ბენეფიციარებს ემატებათ წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებთან, უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად და ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.
მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია უნარჩუნდებათ ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამებით სარგებლობა, თუმცა ისინი ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს.
მაღალი და საშუალო შემოსავლების მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, მათ ურგენტული სტაციონარი 100%-ის ნაცვლად უფინანსდებათ 90%-ით . გეგმიური სტაციონარი 1000 ლარზე მეტი ფინანსდება 70%-ით და უნარჩუნდებათ ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამები. მათ არ ეძლევათ პრივილეგია კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტის ქონის უფლება.
მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე ნაკლებია და თვითდასაქმებულები არიან, მათ ურგენტული ამბულატორია 100%-ის ნაცვლად უფინანსდებათ 50%-ით. გეგმიური სტაციონარი უფინანსდებათ 500 ლარზე მეტი დანახარჯის შემთხვევაში. ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. მათ მიეცათ გარდამავალი ეტაპის შეღავათები და შეუნარჩუნდათჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამებიტ სარგებლობის შესაძლებლობა.
მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, მათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად რჩებათ და ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.
მოზარდებს 6-18 წლამდე უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად და ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევეო (შემავსებელი) პაკეტით.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლების მიხედვით.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებების ნაწილი მინისტრის თქმით, აპრილის მეორე კვირიდან შევა ძალაში.
ადმინისტრირების კუთხით განხორციელებული ძირითადი ცვლილებები:
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებს უფლება მიეცათ უარი თქვან პროგრამულ მომსახურებაზე. შესაბამისად გაიწერა მოსარგებლეების სიიდან მათი ამოღების და შემდგომში ჩართვის წესი.
2017 წლის 1 მარტიდან საბაზისო პაკეტით მოსარგებლეები ნაცვლად 2013 წლის 1 ივლისისა ხდებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი პირები ამა თუ იმ მიზეზით დაკარგავენ კერძო დაზღვევას უფლება, ეძლევათ ისარგებლონ ე.წ მინიმალური პაკეტით.
ბენეფიციართათვის პირობების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ამ დადგენილების, ამოქმედებამდე ე.წ საბაზისო ან მინიმალური პაკეტის ფარგლებში დამდგარი პროგრამული შემთხვევები, რომლებიც ამ პერიოდისთვის არ დასრულებულა ანაზღაურდება იმავე პაკეტის, შესაბამისად რომლითაც დაიწყო მომსახურება ხოლო, გეგმურ მომსახურებაზე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერი (მიმართვა) ვალიდური რჩება ვადის ამოწურვამდე.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში დაემატა მაღალი რისკის ორსულთა მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, კომპონენტი რომლის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები მათ შორის კერძო სადაზღვევო სქემებითა და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირები აღნიშნული.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლა 2013 წლის 21 თებერვალს მოხდა.
წყარო: http://pia.ge