ოზურგეთში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა
თარიღი: 07/12/2018
ოზურგეთში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა
კრიზისული ცენტრი არის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი დაწესებულება.
ცენტრის მიზნებია:
• ბენეფიციართათვის ადეკვატური, უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა;
• ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
• ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ_სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
კრიზისული ცენტრი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:
• ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია
• სამედიცინო დახმარების მიღება/ორგანიზება;
• სამართლებრივი დახმარება;
• საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურება.
ღონისძიება იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.
სახელმწიფო ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ:
ბმულზე იხილეთ ინფოგრაფიკა:
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=288&info_id=62483