ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „დარჩი სახლში!“ კამპანიას შეუერთდა
თარიღი: 20/03/2020
„მე პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ექიმების სლოგანს - დარჩი სახლში ჩვენთვის ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. მისი თქმით, თვით იზოლაცია და კონტაქტების მაქსიმალური შეზღუდვა ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა კორონავირუსთან საბრძოლველად.