Plasmon
ეკატერინე ტიკარაძე: „COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის.“
ეკატერინე ტიკარაძე: „COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის.“


თარიღი: 28/12/2020

ეკატერინე ტიკარაძე: „COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის.“

 

„საქართველომ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის უკვე გადარიცხა 16 000 000 ლარი“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით,  საქართველომ მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების  დროულად მოწოდების უფლება მიიღო. 

 

„სექტემბერში სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა.  COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის. ამ მიზნით უკვე გადაირიცხა 16 000 000 ლარი, რითაც საქართველომ, მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების  დროულად მოწოდების უფლება მიიღო.  ვაქცინაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უკვე შეიქმნა შესაბამისი უწყებათაშორისი კომიტეტი.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.