Plasmon
საერთაშორისო სიმპოზიუმი - ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქციული მედიცინის ახალი მიმართულებები ონკოლოგიაში
საერთაშორისო სიმპოზიუმი - ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქციული მედიცინის ახალი მიმართულებები ონკოლოგიაში

ჰოლიდეი ინნ თბილისი
თარიღი: 24/08/2018

2018 წლის 8 სექტემბერს, "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის" ეგიდით და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი "ენდოსკოპიური ქირურგიისა და რეპროდუქციული მედიცინის ახალი მიმართულებები ონკოლოგიაში".

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიოს წამყვანი მეან-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები ისრაელიდან და იტალიიდან. კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

სიმპოზიუმზე მოხსენებით წარსდგებიან: 

მილანის ნაციონალური ონკოლოგიური ინსტიტუტის პროფესორები

- თელ-ავივის უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების პროფესორები

- ჰერცელიას და იხილოვის სამედიცონო ცენტრების ინ ვიტრო დეპარტამენტის ხელმძღვანელები

კონფერენციას წარუძღვებიან რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მსოფ. ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი პერინატალურ მედიცინაში, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი, პირველი სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ასათიანი და ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ნუკრი კინტრაია.

ქართველ მეან-გინეკოლოგებს, რეპროდუქტოლოგებს, ენდოკრინოლოგებს, კლინიკურ ონკოლოგებს, ანდროლოგებს, რადიოლოგებს, უროლოგებს და ქირურგებს საშუალება ეძლევათ, დაესწრონ სიმპოზიუმს სრულიად უფასოდ.

 

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: 

ჰოლიდეი ინნ თბილისი

რეგისტრაციის დასაწყისი: 09:30