Plasmon
ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა
ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა


თარიღი: 11/08/2020

ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს  4 მლნ   ცალი  პირბადე გადასცა 

 

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს. ადგილობრივი წარმოების  ოთხი მილიონი  სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა  და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

 

პირბადეები ქართულმა  კომპანიამ შეკერა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები, რომელიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.