Plasmon
ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხების განხილვა
ფარმაცევტული საწარმოების GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხების განხილვა


თარიღი: 26/01/2022

ფარმაცევტული საწარმოების GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ მრგავლ მაგიდაზე. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი და ფარმაზბინესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზურაბ აზარაშვილმა  GMP სტანდარტზე გადასვლის გეგმა მოისმინა და ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა. ადგილობრივ მწარმოებლებს GMP სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება 2022 წლის ბოლომდე აქვთ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება იმპორტიორ კომპანიებსაც მოუწევთ, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

 

შეხვედრას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე, ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.