ინფექციური საავადმყოფო უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება
თარიღი: 13/06/2022
ილია ღუდუშაურმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მასთან ერთად იმყოფებოდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
როგორც ილია ღუდუშაურმა განაცხადა, სამედიცინო დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ის ინფექციური საავადმყოფოს სტანდარტებს სულად დააკმაყოფილებს.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები მოეწყობა.