Plasmon
დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა
დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა


თარიღი: 05/02/2024

ზურაბ აზარაშვილი: „ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა“

 

„ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა. გაფორმებულია ხელშეკრულება 21 სხვადასხვა დასახელების პრეპარატის შესყიდვაზე, 2 უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიასთან - „როშთან“ და "ნოვარტისთან“. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, უკვე  დაწყებულია, მედიკამენტების  ბენეფიციარებისთვის მიწოდება“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ იგეგმება კიდევ ერთ მსხვილ, საერთაშორისო მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმება. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების კიდევ უფრო მეტად დაკმაყოფილებას, რადგან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული ფასდაკლებული ფასების ფონზე, უფრო მეტი მედიკამენტის მიწოდებაა შესაძლებელი პაციენტებისთვის.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2024 წლიდან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, სრულად იფარება ქრონიკული დაავადებების მართვისთვის საჭირო მედიკამენტები“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.