ჯანდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტები პირველად გადაუდებელ დახმარებაში მოამზადა
თარიღი: 12/11/2019
ჯანდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტები პირველად გადაუდებელ დახმარებაში მოამზადა
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მედიის წარმომადგენლებს პირველადი გადაუდებელი დახმარების სწავლება ჩაუტარა.
თეორიული და პრაქტიკული კურსის საშუალებით, ჟურნალისტები დაშავებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებენ. მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანს სასწრაფოს ეკიპაჟის მისვლამდე - გონების კარგვის, გულის გაჩერების, ტრავმის მიღების, სასუნთქი გზების დახშობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში. პირველად დახმარებაში მომზადების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
სწავლების პროცესს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო და მედიის წარმომადგენლებს თავად გაესაუბრა.
"ჟურნალისტებს ყველაზე ხშირად გიწევთ საგანგებო სიტუაციაში ყოფნა. აქედან გამომდინარე, თქვენ კარგად გესმით დროული პირველადი დახმარების აღმოჩენისა და შესაბამისი ცოდნის ფლობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ საზოგადოებაში საჭირო უნარების განვითარებაზე" - აღნიშნა თალაკვაძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ პირველადი დახმარების სწავლება ინტენსიურად მიმდინარეობს და ინიციატივა ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად