კომპანია „აიპლიუსმა“ სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო ნიღბები გადასცა
თარიღი: 29/04/2020
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია „აიპლიუსმა“ სამედიცინო ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა. ნიღბები სასწრაფო დახმარების მედპერსონალს დაურიგდება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობ, სასწრაფო დახმარების მედიკოსების მხარდაჭერა კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია." - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.