Plasmon
ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო მომსახურებისთვის, მაღალ ხარისხსა და სამართლიან ფასებს დაადგენს
ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო მომსახურებისთვის, მაღალ ხარისხსა და სამართლიან ფასებს დაადგენს


თარიღი: 06/04/2022

ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო მომსახურებისთვის, მაღალ ხარისხსა და სამართლიან ფასებს დაადგენს

„სახელმწიფო, ჯანდაცვისა თუ სხვა მიმართულებებით, მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე. აქედან გამომდინარე, ყველა მომსახურება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის, მაქსიმალურად ხარისხიანი უნდა იყოს და ჰქონდეს სამართლიანი ფასი. ამიტომ, საპილოტე რეჟიმში გავუშვით მსოფლიოში საკმაოდ აპრობირებული ე.წ. DRG სისტემა. ის, სხვადასხვა სერვისზე, კლინიკების მიერ ბაზარზე დადგენილი ფასებიდან სამართლიან ფასს ითვლის. აქედან [ამ შედეგებიდან] გამომდინარე ახდენს სახელმწიფო ანაზღაურებას“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ პირველ არხზე სტუმრობისას. 

 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს დაფინანსებით, თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სამართლიანი ფასის მქონე მომსახურება უნდა მიიღოს. ეს, თავის მხრივ, დაეხმარება ბიზნესს, კონკურენტულ პირობებში, მუდმივად იყოს მათ მომსახურებაზე მოთხოვნა. 

 

„სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც სისტემაში კლინიკების მიერ დარეგისტრირებული სერვისის ფასები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ერთი და იგივე ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე, ერთ კლინიკას, შეიძლება, ჰქონდეს 3 000 ლარი, მეორე - 7 000 ლარი და მესამეს - 13 000 ლარი. შემდეგ, ამ არაკეთილსინდისიერებასთან სახელმწიფოს უწევს ბრძოლა. 

 

ზუსტად აქედან გამომდინარე, 1-ლი აპრილიდან ავამოქმედეთ ე.წ. DRG სისტემა, რომელიც რამდენიმე თვეში სრულად დაინერგება. მისი საშუალებით, ჩვენი ჩარევის გარეშე გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადავიხდით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.