Plasmon
12-18 მარტი - მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული
12-18 მარტი - მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული

მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული
თარიღი: 13/03/2018

მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული - 12-18 მარტი, 2018

ჩვენ, ყველა საკმაოდ ბევრ მარილს მივირთმევთ, რაც მაღლა წევს ჩვენს წნევას, ზრდის ინსულტის, ინფარქტის და სხვა დაავადებათა რისკს. შეამცირე მარილის მოხმარება დღესვე!

ადამიანები ინფორმირებულნი არიან, რომ მარილის ჭარბი მოხმარება საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის. თუმცა ითვლება, რომ მისი ჭარბი მოხმარება სახიფათოა მხოლოდ მოზრდილთათვის, რაც სინამდვილეს არ წარმოადგენს: ბავშვობაში მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატებას იწვევს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის მოგვიანებით, კერძოდ, მოზრდილებსა და ასაკოვნებში იზრდება ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი. ამდენად, მარილის ზომიერი მოხმარების ჩვევის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდანვე ძალზე მნიშვნელოვანია. სწორი კვებითი ჩვევების ხელშეწყობის თვალსაზრისით ოჯახის როლი დიდია, სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს მარილის კვირეული ფოკუსირებულია ოჯახებზე.

კვება იმ არსებით ფაქტორთაგანია, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას, ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის დონეს, მრავალი არასასურველი ფაქტორის ზემოქმედების მიმართ იმუნიტეტის ხარისხს. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ადაპტაციური პოტენციალის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჯანსაღი კვება არ შემოიფარგლება საკვები პროდუქტების ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური უვნებლობით, არამედ ასევე აუცილებელია მოზარდი ორგანიზმის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა, იმავდროულად, მავნე პროდუქტების მიღების შეზღუდვა, ჯანმრთელობაზე არაკეთილსასურველი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავების მიზნი.

 

http://www.worldactiononsalt.com/salthealth/children

მარილი და ჯანმრთელობა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში და მომატებული სისტოლური არტერიული წნევა 115 მმ.ვწყ.სვ.-სა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირდაპირი მიზეზია, რომელსაც ინსულტის შემთხვევთა 60%-ზე მეტი და მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა თითქმის 50% უკავშირდება. სარწმუნო მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატების მნიშვნელოვანი მიზეზია და მისი მცირედ შემცირებაც კი, უდიდეს სარგებელს მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, მარილის დღიური დოზის 5 გრამამდე შემცირება გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას იმ დონემდე, რომელის დახმარებითაც ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა 24%-ით, ხოლო გულის კორონარულ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 18%-ით შემცირდება.

მნიშვნელოვანი ფაქტები მარილთან დაკავშირებით

• მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა, მსოფლიოს მოსახლეობის 75% მოიხმარს რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს;

• მსოფლიოში 2,3 მილიონი კარდიული სიკვდილი უკავშირდება მარილის ჭარბ მოხმარებას, მ.შ. 1 მილიონი შემთხვევა აღწერილია 69 წლამდე და უფრო დაბალ ასაკობრივ კატეგორიში;

• გულის კორონარული დაავადებების, ინსულტისა და სხვა კარდიო-ვასკულური პათოლოგიების 15% გლობალურად ასოცირებულია მარილის ჭარბ მოხმარებასთან, მ.შ. სიკვდილის შემთხვევების დიდი ნაწილი მოდის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია);

• მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებსა და მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზული ცვლილებები, კუჭის კიბო, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მ.შ. თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ზოგადი სიმსუქნე, ის ამძიმებს მენიერის დაავადებისა და დიაბეტის სიმპტომატიკას.

 

რეკომენდაცია მარილის დღიური ნორმის შესახებ

არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს მარილის ამჟამინდელი მოხმარების ნორმა - 10-15 გრ/დღეში შემცირდეს 5 გრამამდე დღეში. უმეტეს ქვეყნებში მოხმარებული მარილის თითქმის 80% მოდის მზა პროდუქტზე, რომელთა მარილის შემცველობა მაღალია, თუმცა მომხმარებლისთვის უცნობია და არც არასდროს აკონტროლებს. ეს მოვლენა ხსნის, თუ რატომაა მარილის მოხმარება ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი: რადგანაც მოსახლეობა მისი პასიური მომხმარებელია გაცნობიერების გარეშე, რისი თავიდან აცილებაც საკმაოდ რთულია.