Plasmon
ბავშვის მზიგან დამცავი საშუალებები მუსტელასგან
ბავშვის მზიგან დამცავი საშუალებები მუსტელასგან

ბავშვის ნაზი და მგრძნობიარე კანის მოვლა მუსტელასგან
თარიღი: 02/07/2017

ბავშვის კანი ნაზი და მგრძნობიარეა, მას არ შეუძლია სრულყოფილი დაცვა მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ადვილად ვითარდება კანის დამწვრობა, ორგანიზმის გაუწყლოვნება და იზრდება სითბური დარტყმის განვითარების რისკი. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება და დამწვრობები, ხელს უწყობს კანის ადრეულ დაბერებას, იმუნური სისტემის დაცვითი მექანიზმების შესუსტებას და მომავალში ზრდის კანის სიმსივნეების განვითარების ალბათობას. ამიტომ აუცილებელია ბავშვის კანის დაცვა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. არ არის რეკომენდებული ბავშვის ხანგრძლივი ექსპოზიცია მზის ქვეშ, განსაკუთრებით 6 თვემდე, დაცვისთვის უნდა გამოვიყენოთ, როგორც სპეციალური საშუალებები, მაგ - ქუდი, სათვალე, ნატურალური ქსოვილის მაისურები და მზისგან დამცავი ქოლგები, ასევე სპეციალურად ბავშვის კანისთვის ადაპტირებული კრემები მზისგან დამცავი მაღალი ფილტრებით.

მუსტელას მზისგან დამცავი ლოსიონი ძალიან მაღალი დაცვით SPF 50+ (40მლ, 100მლ), განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ბავშვის ნაზი კანისთვის. არ შეიცავს მავნე და საეჭვო ინგრედიენტებს - 0% პარაბენი, ფტალატი, ფენოქსიეთანოლი.

თვისებები-კლინიკურად აღიარებული ეფექტურობა.

კლინიკურად დამტკიცებული მაღალი ტოლერანტობა.

მზისადმი მგრძნობიარე, ინტოლერანტული და ატოპიური მიდრეკილების კანის დაცვა.

ტესტირებულია დერმატოლოგების და ალერგოლოგების ზედამხედველობის ქვეშ

ჰიპოალერგიული ფორმულა.

შემადგენლობა - ავოკადოს პერსეოზი - დაპატენტებული ბუნებრივი ინგრედიენტი აძლიერებს კანის ბარიერს და იცავს კანის უჯრედების მარაგს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.

ფოტო-დამცავი სისტემა - უსაფრთხო ფილტრები SPF 50+ ANTI UVA UVB(25PPD)

გამოყენება - დაიტანეთ სახეზე და ტანზე ყოველ 2 საათში, განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ. მოარიდეთ ბავშვები მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

მზის შემდგომი სპრეი 125 მლ

მზის შემდგომი დამატენიანებელი ბავშვის ნაზი კანისთვის

შეიცავს - ავოკადოს ზეთს, ჟოჟობას ზეთს და კუპუაკუს ცხიმს

წაუსვით მთელ სხეულზე მზის აბაზანების შემდეგ.