ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა
თარიღი: 18/11/2017
✔️ 2016 წლის ბოლოსთვის იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა 23 ქვეყანაში.
✔️ GAVI სხვადასხვა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, აძლევს შესაძლებლობას, 2017-2019 წლების განმავლობაში განახორციელოს 9-14 წლის ასაკის გოგონების ვაქცინაცია.
✔️ 2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 71 ქვეყნის აცრების კალენდარში, რომელთა შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი და სხვა.