პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგს დაესწრო
თარიღი: 15/12/2017
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგს დაესწრო. კურსის მთავარი თემა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკა - მანიპულაციის ტექნიკა და ციტოლოგიური მასალის შეფასება იყო.
ნინო ბერძულის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოში ციტოლოგიური კვლევების გაუმჯობესებას. ღონისძიებაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სწორი დიაგნოსტიკისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის აუცილებლობაზე.
ტრენინგი ორ დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას იღებენ ჰოლანდიელი წამყვანი სპეციალისტები - პათოლოგები და ციტოლოგები, რომლებიც ქართველ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.