Plasmon
პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა
პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია
თარიღი: 12/12/2017

პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა

 

გთხოვთ, გულდასმით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, რადგან სკრინინგის პროგრამა მცირედით განსხვავდება თბილისში და რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

 

თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას. პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოა წელიწადში ერთხელ. თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.

 

რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. შენიშვნა: ამ პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვა. პროსტატის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება წელიწადში ერთხელ;

 

რა არის PSA ტესტი?

PSA ტესტი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მართვის მეთოდია, რომლითაც განისაზღვრება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება შეიძლება მიანიშნებდეს პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე, თუმცა ეს მატება სხვა მიზეზითაც  შეიძლება იყოს გამოწვეული (მაგ. პროსტატის ჯირკვლის გადიდებით, პროსტატიტით და საშარდე გზების ინფექციით).

 

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით), გაძნელებული შარდვა ან შარდვის გახანგრძლივება, ტკივილი შარდვის დროს.

 

ამ სიმპტომების არსებობა, ხშირად, არ ნიშნავს რომ კიბო გაქვთ. თუმცა პროსტატის კიბო, ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და, რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია გამოკვლევა (PSA ტესტი) დროულად ჩაიტაროთ. დროული გამოვლენის შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობაა შესაძლებელი.

 

როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?

დარეკეთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის საინფორმაციო სამსახურის ტელეფონის ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ.

 

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:

დიდუბე, აკ.წერეთლის 69;

ვარკეთილი, კალოუბნის 12.