Plasmon
COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით Facebook გვერდი  - „პროვაქსი“ შეიქმნა
COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით Facebook გვერდი  - „პროვაქსი“ შეიქმნა


თარიღი: 27/05/2021

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით Facebook გვერდი - პროვაქსი შეიქმნა.

სოციალური მედიის გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია განთავსდება. გვერდი უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას იმის შესახებ თუ სად და როგორ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება. განთავსდება ვაქცინაციის პროგრამის დეტალები, ფაქტები და რეალური მონაცემები.

Facebook გვერდი საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის - UK aid-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

მასობრივი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დასაბრუნებლად.

აღარ მივცეთ კოვიდს უფლება ერთმანეთს დაგვაშოროს. აიცერი!

კრეატიული კონცეფცია შემუშავდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის (GIIP), მეშვეობით.

პროექტის განმახორციელებელია "ზინქ ნეთვორქი".

კამპანიის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან შეერთებული შტატების მთავრობის, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიციებს.