Plasmon
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინი იცვლება
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინი იცვლება


თარიღი: 15/09/2022

საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის

საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინს ცვლის. რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა 20 თვის ნაცვლად 6-თვიანი გახდება, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი პაციენტი მხოლოდ 5 აბს მიიღებს. 

კვლევის შედეგები რევოლუციური სიახლეა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში. კვლევა საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინში მოცემულ 6-თვიან სამკურნალო რეჟიმებს. ცვლილება, როგორც რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გლობალური სტანდარტი, 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

მულტიცენტრული კლინიკური კვლევა “Zenix“ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა, მასში მონაწილეობდა ცენტრის კვლევითი, კლინიკური და ლაბორატორიული გუნდი. ძირითადი მკვლევრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმის ლალი მიქიაშვილის ხელმძღვანელობით და კვლევების დეპარტამენტის კოორდინაციით.

კვლევაში რამდენიმე ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. შედეგები მსოფლიოში უმაღლესი იმპაქტფაქტორის მქონე ჟურნალის - The New England Journal of Medicine (NEJM) -ის 2022 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.